იაპონიის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიზე „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგრამა წარმატებით განხორციელდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან, მინისტირის მოადგილე უჩა სურმანიძესთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან რაულ თავართქილაძესთან ერთად, პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მოზიდული გრანტის ოდენობამ 545 000 აშშ დოლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 200 ოჯახს მზის წყლის გამაცხელებელი, ხოლო 75 ოჯახს მზის ფოტო-ვოლტური სისტემა (მზის ელექტრო პანელები) დაუმონტაჟდათ.
პარალელურად, იაპონური კომპანია Asia Air Survey-მ განახორციელა აჭარის რეგიონში ბიომასის წარმოების პოტენციალის შესწავლა, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
შემაჯამებელ შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის შედეგები, განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და ჩართული მხარეების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, პროექტის მენეჯერი ირაკლი გორაძე, კონსულტანტი ვახტანგ კონცელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ მაჭარაშვილი.
წყარო: აგროსერვის ცენტრი