ვაშლის სხვლა-ფორმირება, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღი, ვიდეო

გასხვლა, სხვლა, ვაშლი

ინტენსიურ და ნახევრად ინტენსიური მეთოდით გაშენებულ ბაღში, როგორც წესი გამოიყენება ვარჯის ფორმირების შემდეგი მეთოდი: ცენტრალურ-ლიდერული ფორმა.

ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალრი (ანუ ლიდერი) ტოტი თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3- ით. დარჩენილ გვერდით ტოტებს, როგორც წესი ამაგრებენ მავთულზე.

ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოწქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორას იღებს.

ამასთან ერთად ყველა სხვა კონკურენტი ტოტები შეიკვეცა, თუმცა ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღის პირობებში იყენებენ ასევე ვარჯის ფორმების შპინდელის ფორმებსაც. ასეთ დროს დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე.

მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.

ფრანგულ-ვერტიკალური ფორმირების სისტემა. ეს ფორმა წარმოადგენს ცენტრალურ-ლიდერული ფორმის გაუმჯობესებას. ასეთ დროს, მცენარე ბუნებრივ სიმაღლესთან მიახლოებულ ლიდერის სიმაღლეს ინარჩუნებს (3-3,5მ.), რომელსაც აქვს ვიწრო კონუსური ფორმა, ანუ მკვეთრად იკვეცება და იზღუდება გვერდითი ტოტების განვითარება. ასეთ დროს მცენარე მაგრდება ინდივიდუალურ საყრდენზე, ბოძებზე.

ინტენსიურ და ნახევრად ინტენსიურ ბაღში გაშენებული მცენარე, რომ დავიცვათ ტოტების ჩამომტვრევისაგან მიმართავენ გამონასკული ნაყოფების გამოხშირვას ყვავილობის დამთავრებიდან 40-45 დღის შემდეგ. ამ ღონისძიების შედეგად უმჯობესდება მომავალ წელს სანაყოფე კვირტების ჩასახვა და ხდება მეწლეობის თავიდან აცილება.

იხილეთ ვიდეო: ვაშლის სხვლა – ფორმირება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი “ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში” (SEAS) ორგანიზებით.

იხილეთ სტატია: ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა