სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, PPK REO-ს, Clean Technologies კომპანიასა და ტულის ოლქის ხელმძღვანელობას შორის, ორგანული ნარჩენების გადამუშავების უნიკალური კომპლექსის შექმნის შესახებ, სამმხრივი შეთანხმება დაიდო.
ტულაში შეიქმნება ახალი საწარმო, რომელიც საკვების ნარჩენების გადამუშავებასა და სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისთვის ცილოვანი საკვები დანამატებისა და ორგანული სასუქების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
საწარმოში საკვების ნარჩენების გადამუშავება, ბუზის – შავი ლომის (შავი ჯარისკაცის, ლათ. Hermetia illucens) ლარვების გამოყენებით გააკეთებენ.
პროექტის ინვესტორის, Clean Technologies-ის დირექტორის, არკადი იასაშნის თქმით, შეთანხმების მიხედვით განხორციელდება მასშტაბური ინოვაციური ეკოტექნოლოგიური პროექტი. შეიქმნება ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას და გარემოს დაბინძურების შემცირებას. ახალ კომპლექსში 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ადრე მსგავსი ფერმა, ბუზების მოშენებისთვის, რათა საკვების ნარჩენები სასუქად და ცხოველთა საკვებად გადაემუშავებინათ, ავსტრალიაში აშენდა (იხ ბმული).
წყარო: city-farmer

