რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
ხელისუფლების ცნობით, ადგილობრივ მდინარეში წყლის დონემ ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი და პატარა ქალაქი დაზარალდა.
დატბორილ სახლებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები გამოიყენეს, ხოლო რუმინეთის ბალკანეთის მეზობლები თურქეთი და ალბანეთი უკიდურესი სიცხის ფონზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
საინფორმაციო სააგენტო „აგერპრესის“ ცნობით, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს.
ყველაზე მეტად სუჩავასა და ნეამტის ოლქები დაზარალდა. სუჩაავაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაკარგულები. ნეამტში 290-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა, ხოლო 890-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებულია.
სულ ამ რაიონებში ძლიერი წვიმებისა და მდინარეების ადიდების გამო 470-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა. მაშველებმა სახმელეთო ტრანსპორტისა და ვერტმფრენების გამოყენებით 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის სამხრეთ-დასავლეთ დოლჟის (ჟუდეცი) ოლქში, გვალვების გამო, სასმელი წყლის დეფიციტი იყო.

