აზერბაიჯანის არასანავთო ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა და 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ იტყობინება Report-ი ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის, „ექსპორტის მიმოხილვის“ ივლისის გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით.
წლის პირველ ნახევარში სურსათის ექსპორტი 19.1%-ით გაიზარდა და 564.7 მილიონ დოლარს მიაღწია.
ექსპორტის ზრდა მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში:
- შაქრის ექსპორტი გაიზარდა 7.4 მილიონი დოლარით ანუ 54.4%-ით;
- ქიმიური პროდუქტების – 48.7 მილიონი დოლარით ანუ 38.7%-ით;
- ხილისა და ბოსტნეულის – 81.2 მილიონი დოლარით ანუ 24.3%-ით;
- ბამბის ძაფის – 1.8 მილიონი დოლარით ანუ 16.6%-ით;
- შავი ლითონებისა და მათგან დამზადებული პროდუქტების – 5.1 მილიონი დოლარით ანუ 12.5%-ით;
- ჩაის – 62.5 ათასი დოლარით ანუ 2%-ით;
- ხოლო ალუმინისა და მისგან დამზადებული პროდუქტების – 666.8 ათასი დოლარით ანუ 0.7%-ით.
სოფლის მეურნეობის ექსპორტი 21.9%-ით გაიზარდა და 455.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო აგროსამრეწველო ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და 145 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობისა და აგროსამრეწველო ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი 18.2%-ით გაიზარდა და 600.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
წყარო: report.az

