როგორ შევინახოთ შემოდგომაზე აღებული ხილი და ბოსტნეული

4801 Views

იმისათვის, რომ შემოდგომაზე აღებული ხილი და ბოსტნეული ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინახოს და სასარგებლო თვისებებიც შეინარჩუნოს, არსებობს უამრავი ხალხური წესი. ყოველი ასეთი წესი გარკვეული კლიმატური პირობებისთვის არის განკუთვნილი და გარკვეულ გეოგრაფიულ არეალშია ჩამოყალიბებული.

მაგალითად, ის, რაც მისაღებია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატისათვის, მიუღებელია დასავლეთ საქართველოს ნესტიანი კლიმატური პირობებისათვის.

აღმოსავლეთ საქართველოში საზამთროდ ხილისა და ბოსტნეულის შენახვა სარდაფშიც შეიძლება, დასავლეთ საქართველოში კი მაღალი ტენიანობის გამო, ბევრ რეგიონში ამ მიზნით სარდაფი არ გამოდგება.

უპირველესად, უნდა შევარჩიოთ შენობა ან ადგილი სადაც სიმშრალეა. აუცილებელია ეს ადგილი კარგად ნიავდებოდეს და დაცული იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან.

შესანახად განკუთვნილი ხილი ან ბოსტნეული ჯანსაღი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიდამპლე ან დაავადება შენახული მოსავლის ჯანსაღ ნაწილზეც გავრცელდება.

სასურველია, შესანახი ადგილი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებებისაგან დაცული იყოს. არ არის კარგი ზედმეტი სიცივე ან სითბო.

არ არის სასურველი შესანახი ხილისა და ბოსტნეულის ცელოფნის პარკებში მოთავსება. ამისთვის ორგანული მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება სჯობია, რომელშიც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.

ხილისა (ვაშლი, მსხალი, კომში) და ციტრუსოვანთა ნაყოფის: მანდარინის, ლიმონის და ფორთოხლის შენახვა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ისე რომ არ დაკარგოს საგემოვნო თვისებები და გარეგნული იერი შესაძლებელია ნახერხის მეშვეობით.

ხილი, შენახვა, შემოდგომა

ამისთვის საჭიროა, ხის ყუთის ფსკერზე ხუთი სანტიმეტრის სისქეზე დავყაროთ ნახერხი. შემდეგ დავაწყოთ შესანახი ხილი, შემდეგ ისევ ნახერხი და ასე შემდეგ. ამ წესით შენახული ციტრუსი აგვისტოს თვემდე ინახება და ცალკეული ნაყოფის ლპობის შემთხვევაში სხვა ნაყოფები დაცულია.

ნახერხში შენახვის დროს საჭირო ტენიანობა და ტემპერატურული რეჟიმი კარგადაა დაცული. თუმცა, აუცილებელია, რომ შესანახად გამოყენებული ნახერხი სუფთა და მშრალი იყოს.

სტაფილოს, ჭარხლისა და ბოლოკის შენახვა კი სილაში შეიძლება (სილა უნდა იყოს მშრალი), სადაც კარგად ინახება არ ჭკნება და არც ლპება.

სტაფილო, ქვიშა. შენახვა

გიორგი ჯინჭარაძე  gurianews.com; აგროკავკასია.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB