კავკასიური რცხილა

კავკასიური, რცხილა

რცხილას (Carpinus) ოცამდე სახეობაა ცნობილი, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში.

კავკასიაში კი გავრცელებულია რცხილას გვარის სამი სახეობა: ჯაგრცხილა, კავკასიური რცხილა, შუშის რცხილა.

რცხილას გვარში შემავალი მცენარეები ხეები ან ბუჩქებია, რომლებიც ყოველწლიურად კარგავენ ფოთლებს. მათი მერქანი ძალიან მკვრივი და მაგარია, თუმცა გამძლეობას მოკლებული ადვილად ლპება. გამოიყენება სადურგლო-სახარატო საქმეში, მშენებლობაში არ გამოიყენება. კარგ საწვავ მასალას წარმოადგენს.

ჯაგრცხილა დაბალი ხე, ან ტანმღალი ბუჩქია. ახასიათებს ძალიან თხელი თეთრ-მონაცრისფრო ქერქი და თეთრი, უგულო, მძიმე, მაგარი და მკვრივი მერქანი. ჯაგრცხილა სინათლის მომთხოვნი, სიმშრალის ამტანი და სითბოს მოყვარული მცენარეა. იგი ღია, ტყის პირა ადგილებშია გავრცელებული ბუჩქების სახით, რის გამოც მათ ხშირად ლამაზი და ორიგინალური ფორმა აქვთ.

კავკასიური რცხილა

კავკასიური, რცხილა

კავკასიური რცხილა (ევროპული, Carpinus betulus) ხეა, რომელიც 20 მ სიმაღლეს აღწევს 1 მ დიამეტრით. ხშირად დაბრეცილი და უსწორმასწოროდ დაღარული ღერო ახასიათებს.

თესლით წარმოშობის და სინათლეზე მყოფი ღერო მოთეთრო ქერქითაა დაფარული, ამონაყრითი წარმოშობისა კი უფრო მუქია, მოშავო, რის გამოც ხშირად მას შავ რცხილას უწოდებენ. იგი ჩრდილის ამტან სახეობებს ეკუთვნის, ამიტომაც შერეულია წიფლნარ და სხვა ჩრდილის ამტანი სახეობების კორომებში. თუმცა ხშირად მუხნარებშიც გვხვდება.

რცხილა საკმაოდ სიცივის ამტანია და გავრცელებულია ზღვის დონიდან 1800 მ-მდე. მისი აღმონაცენი მოზარდი და ძირკვის ამონაყარი სწრაფად იზრდებიან.

კავკასიური რცხილა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

კავკასიური, რცხილა

ეროვნული სატყეო სააგენტო

თქვენი რეკლამა