ბრინჯი როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება

ბრინჯი, სამკურნალო, პოდაგრა, მკურნალობა, რეცეპტი

ბრინჯი (Oryza sativa L) ევროპაში გვიან გავრცელდა. თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა, მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ტკბილეულს ამზადებდნენ.

თანდათან ბრინჯი ევროპაშიც იქცა ერთ-ერთ ძირითად საკვებად, თუმცა აზიისგან განსხვავებით, იქ სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა იმთავითვე დაიწყეს.

ბრინჯი სხვადასხვანაირია: თეთრი, წითელი, მურა წაბლისფერი, შავი, ველური და ა.შ. ჩვენ უმეტესად თეთრ ბრინჯს ვიყენებთ, თუმცა მურა და ველური სახეობები უფრო სასარგებლოა.

ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგო დანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს. ამასთანავე, მცირე ოდენობით შეიცავს ცხიმებს. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული დიარეის (ფაღარათის) დროს.

დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლა და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება.

ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუტენის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზმში პროვოცირება მოახდინოს.

დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზედმეტი წონის პრობლემა გვაწუხებს. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყობთ „ბრინჯის დღეს“, მოიცილებთ ზედმეტ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

თეთრი მარგალიტი

თეთრი ბრინჯი ორგვარია: გრძელმარცვლოვანი და მრგვალი. გრძელმარცვლოვანი მოხარშვის შემდეგ ფანტია რჩება, ხოლო მრგვალი მარცვლები ქმნიან ნაზი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას, ამიტომ მათ რძიანი ფაფისთვის ან რიზოტოსთვის იყენებენ.

მაღალი ხარისხის ბურღულში არ უნდა იყოს დამტვრეული მარცვლები. დაიყარეთ ცოტაოდენი ხელისგულზე და შეამოწმეთ.

მურა და ველური ბრინჯი

დიეტოლოგები ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევენ გაუხეხავ მურა ბრინჯს. მასში უფრო მეტია უჯრედისი, B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი და იოდი.

როდესაც ბრინჯს ორთქლში ატარებენ, სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა მარცვლის სიღრმეში გადაინაცვლებს და გახეხვისას არ იკარგება. ასეთ ბრინჯს სხვაგვარად ოქროსფერსაც უწოდებენ. მის მოხარშვას თეთრ ბრინჯზე ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ველური (შავი) ბრინჯი ყველაზე ძვირია. ფასის დასაწევად მას მურა ან ორთქლში გატარებულ ბრინჯს ურევენ.

ბრინჯი დიეტური პროდუქტია და სასწაულმოქმედი თვისება აქვს. მეცნიერული გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ დაუმუშავებელი ბრინჯის რეგულარული მოხმარება ინტელექტსა და მეხსიერებას აუმჯობესებს. ბრინჯი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს ნორმაში იცავს.

ის მდიდარია ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებითა და ამინომჟავებით, რომლებიც საჭიროა ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ასევე კალიუმით, რომლებიც მთავარი ელემენტია გულ-სისხლძაღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ასევე მდიდარია ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით. ბრინჯს აფასებენ მასში დიდი რაოდენობით B ჯგუფის PP, E ვიტამინებისა და კაროტინის გამო. ის ასევე შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, რკინას, კალციუმს, სელენს და იოდს, ასევე ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ 8 მნიშვნელოვან ამინომჟავას.

ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ადამიანს უნარჩუნებს მხნეობას და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ის საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალებაა წმენდს სისხლძარღვებს, სახსრებს, ღრუებსა და ორგანიზმის ქსოვილებს სხვადასხვა არაორგანული და პათოლოგიური დანალექისგან.

ბრინჯი როგორც ორგანიზმის გამწმენდი

ბრინჯი მოქმედებს, როგორც აბსორბენტი – იწმინდება როგორც ნაწლავები, ისე მთელი ორგანიზმი.

ბრინჯის მარცვლები ამუშავებს ორგანიზმის თვითგაწმენდის მექანიზმს, წიდები იწყებს გამოსვლას შარდისა და ფეკალური მასის მეშვეობით. უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში აღარ გროვდება სხვადასხვა მავნე ნივთიერება, არაორგანული მარილები, მეტაბოლიზმის პროდუქტები, ცხიმი.

ორგანიზმის პროფილაქტიკა

ორგანიზმის პროფილაქტიკის მიზნით ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი. მჭიდროდ თავდახურული ქილა შედგით მაცივარში. ყოველ დილას ამოიღეთ 1 ს/კ ბრინჯი და უმარილოდ მოხარშეთ (5 წთ), მიირთვით უზმოზე. ქილაში დარჩენილი წყალი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი და შედგით მაცივარში. ასე გააკეთეთ ბრინჯის გათავებამდე.

პოდაგრა (ნიკრისის ქარი)

წითელი ბრინჯი (დაუმუშავებული მარცვალი) საკმაოდ ეფექტური საშუალებაა პოდაგრის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. საღამოს აიღეთ 2 სუფრის კოვზი წითელი ბრინჯი, გარეცხეთ და წყალში ჩაალბეთ. დილით გადაწურეთ, გაავლეთ და დაასხით 6-8 კოვზი წყალი (ისე რომ დაიფაროს) და მოხარშეთ უმარილოდ, უცხიმოდ. მიიღეთ უზმოზე, ისაუზმეთ ბრინჯის მიღებიდან მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ.

კურსი დამოკიდებულია პოდაგრის სიმძიმეზე. ერთი თვის შემდეგ შეისვენეთ 1-2 კვირა და თუ საჭიროა ისევ გაიმეორეთ.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი.
/აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია/

*სამკურნალოდ მცენარეები და სხვა პროდუქტები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის  რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა