მელია (Melia azedarach) – სუბტროპიკული, ცხიმზეთოვანი კულტურა

101 Views

მელია (Melia azedarach L) შედის მელიასებრთა (Meliaceae) ოჯახში. აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში გვხვდება მისი 25-მდე სახეობა.

მცენარე ფოთოლმცვენი ან მარადმწვანეა, 7-10, იშვიათად 15 მ-მდე სიმაღლის, გაშლილი ვარჯით, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით; ყვავილები წვრილი, ძლიერ წააგავს იასამნის ყვავილებს და ამიტომ ამ მცენარეს ხშირად ინდურ ან ირანულ იასამანსაც უწოდებენ.

მცენარე 3-4 თვის განმავლობაში ყვავილობს, ყვავილი სურნელოვანია, მსხვილ მეჩხერ საგველებად შეკრებილი; ნაყოფი ხორციანი, ყვითელი 1,5 სმ-დე დიამეტრით, მტევნებად შეკრული, რომელიც ხეზე რჩება 2-3 წლის განმავლობაში.

ნაყოფს ცხიმზეთის შემცველობა 5-8%-ია, რომელიც „მარგოზას“ სახელწოდებითაა ცნობილი. იყენებენ განათებისათვის (რადგანაც იწვის უჭვარტლო, ნათელი ალით), ზეთის, საპნისა და ლაქსაღებავების დასამზადებლად.

ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი კარგად იქაფება და შეიძლება გამოიყენონ როგორც საპონი. კურკა შეიცავს 41%-მდე ცხიმზეთს და მისგან შეიძლება დაამზადონ საპონი და ლაქ-საღებავები.

მელიის ფოთლებიდან ღებულობენ მწვანე საღებავს და მისი ნახარში შეიძლება გამოიყენონ როგორც ინსექტიციდი; ფოთლებს და ფესვის ქერქს იყენებენ მედიცინაში.

ეთერზეთი, მცენარე, ნაყოფი

ფესვები ძალიან ღრმა და ძლიერი განვითარებული აქვს, რომელსაც შეუძლია ფერდობები ეროზიისაგან დაიცვას. სამშობლოში მის მერქანს სადურგლო საქმეში იყენებენ. მისგან მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ამზადებენ.

მელიას წარმოშობის კერებია მცირე აზია და ირანი, ზოგიერთი მეცნიერის მიხედვით – ინდოეთიც. ის თითქმის ყველგანაა გავრცელებული – აზიის, ამერიკის და აფრიკის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკულ რაიონებში. გვხვდება, აგრეთვე ყირიმის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სუბტროპიკულ ზონაში კარგად იზრდება, სიმაღლე 15-18 მ-მდე აღწევს.

ყვავილები იასამნის მსგავსი აქვს, ნაყოფი მრგვალი, ყვითელი, მოშავო იერით. თესლი მაგარ, მუქ, მურა ფერის გახევებულ ნაჭუჭშია მოთავსებული. აღმოსავლეთის ქვეყნებში თესლიდან მძივებს აკეთებენ.

ეთერზეთი, მცენარე, ნაყოფი

მელიას ცხიმოვანი ზეთი, მომწვანო, ყვითელია, არასასიამოვნო სუნისა და მწარე გემოს მქონე, მომშხამავი.

მელიას ზეთისაგან დამზადებული საღებავი ძლიერ სწრაფად და თანაბრად შრება, რის გამო წარმოქმნილი აპკი გლუვი ზედაპირისაა, ელასტიურია, ახასიათებს მაღალი ელექტროძაბვებისადმი გამძლეობა, სიმსუბუქე, ატმოსფერული ნალექებისადმი მდგრადობა, წყალუჟონვადობა, მჟავებისა და ტუტეების მიმართ გამძლეობა. სარკისებრი, პრიალა ზედაპირის წარმოქმნის თვისების გამო მასზე ვერ სახლობენ წყალმცენარეები და აქვს იზოლირების დიდი უნარი. იგი მკვრივდება 70 და დნება 360 ტემპერატურაზე.

მედიცინაში ნაყოფის რბილი პერიკარპიუმი იხმარება ჭიების საწინააღმდეგოდ. ფოთლებიდან მიიღება მწვანე საღებავი და ნივთიერება, რომელიც რეკომენდებულია როგორც ინსექტიციდი.

მელია საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მისი ყინვებისაგან დაზიანება დასავლეთ სუბტროპიკულ რაიონებში არ შეინიშნება. მელია გვალვის ამტანი მცენარეა, კარგად ხარობს მწირ სილანარევ ნიადაგებზე, რის გამოც შეიძლება გამოყენებული იქნას მთის კალთების გატყევებისათვის.

ეთერზეთი, მცენარე, ნაყოფი

მცენარის გამრავლება შეიძლება, როგორც გენერაციული, ისე ვეგეტაციური წესით – კალმებით, აღნიშნულია თვითჩათესვით გამრავლება.

დათესვის წინ თესლს პერიკარპიუმი ეცლება, ითესება სათეს კვლებზე, და ნახევარი წლის შემდეგ ნათესარი სანერგეში გადააქვთ, სადაც ორი წლის განმავლობაში რჩება მუდმივ ადგილზე. დარგვისას მცენარის კვების არე უნდა იყოს 5,0-8,0 მ, ჰექტარზე 250 ძირი. მსხმოიარობას მეექვსე-მერვე წელს იწყებს.

ავტორები: რეზო ჯაბნიძე; ნანა ჯაბნიძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

იხილეთ აგრეთვე: ქონის ხე – ხე რომელიც იძლევა მცენარეულ ქონს და ზეთს

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB