არაენერგოეფექტური და ენერგოეფექტური სათბურები

705 Views

საქართველოში დახურულ გრუნტში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოების მოცულობა დაჩქარებული ტემპით უნდა გაიზაროს.

ჩვენს ქვეყანაში ამის პოტენციალი არსებობს, ჩვენი ბაზარი ჩვენს მიერ აუთვისებელია და ამის შევსება იმპორტირებული პროდუქციით ხდება, ამ პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ახალი სასათბურე ტექნოლოგიების გავრცელება და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

სათბურები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და პროდუქციის მოვლა-მოყვანის პერიოდის გაზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური საშუალებაა. მსოფლიოში ბოლო  50  წლის მანძილზე სასათბურე ტექნოლოგიების გავრცელებისტემპი უფრო გაიზარდა, როგორც განვითარებულ, აგრეთვე განვითარებად ქვეყნებში, ეს განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნა ბოსტნეული და ბაღჩეულიკულტურებისპროდუქციის მიმართ შემოდგომა, ზამთრის და გაზაფხულის სეზონზეგაზრდილია.

დღეს მსოფლიოში არსებული ბოლო თაობის სასათბურე ტექნოლოგიები წარმატებით ფუნქციონირებენ სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ესტექნოლოგიები საკმაოდ ძვირადღირებულია.

საქართველოში მცირემიწიანი ფერმერისათვის ასეთი სასათბურე ტექნოლოგიების შეძენა თითქმის შეუძლებელია,ამიტომფერმერმა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის დახმარებით უნდა შეარჩიოს შედარებით იაფი და ენერგოეფექტური სათბური, რომელიც უფრო რენტაბელურს გახდის პროდუქციის წარმოებას. როდესაც ფერმერს არ აქვს იმის საშუალებარომ გაათბოს სათბური, ამშემთხვევაში მან პროდუქცია უნდა აწარმოოს იმ შეზღუდული დროის განმავლობაში რა პერიოდშიცშესაძლებელი იქნება სათბურში პროდუქციის მიღება.

გათბობის გარეშე თუ გვინდა, რომ გავზარდოთ პროდუქციის მიღების პერიოდის ხანგრძლივობა, ამისათვის აუცილებელია ავაშენოთ მხოლოდ ენერგოეფექტური სათბური. ენერგოეფექტურ სათბურებში, მარტივ სათბურთან შედარებით მნიშვნელოვნადიზრდება პროდუქციის მიღების პერიოდის ხანგრძლივობა, გასათბობი საშუალებების გამოყენების გარეშეც.

 არაენერგოეფექტური, მარტივი სათბურები

არაენერგოეფექტური სათბურები მარტივი ტიპისაა, ესენი ძირითადად ერთფირიანისათბურებია,ასეთი ტიპის სათბურებში გვიან შემოდგომა,ზამთრის და ადრე გაზახულის პერიოდში პროდუქციის მოყვანა დიდ გასათბობ ხარჯებს მოითხოვს. ამ პერიოდში ძირითადი ბოსტნეული კულტურების კიტრი,პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯნის მოყვანა ნაკლებად მომგებიანია. ეს სათბურები ძირითადად უნდა ვამუშაოთ მზის თბიერებაზე და მცირე გასათბობი საშუალებების გამოყენებით. კონსტრუქციული თვალსაზრისით არაენერგოეფექტური  სათბურებში შედის: ერთფერდა, ორფერდა, თაღისებური, გუმბათისებური, ბლოკის ტიპის და სხვა. ამ ტიპის სათბურებს ზამთრის პერიოდში პროდუქციის მიღების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, რადაგან ამ ტიპის სათბურებს, თბოგამტარობის მაღალი მაჩვენებელი გააჩნია და ამიტომ საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოება

ზემოთხსენებული დროის განმავლობაში არარენტაბელურია. ამჟამად საქართველოში მოქმედ არაენერგოეფექტურ სათბურებს კიდევ ერთი მეტად საყურადღებო პრობლემა აქვს, სათბურებს მხოლოდ ორი სავენტილაციო ფარდა გააჩნია. ეს ფარდები არ არის საკმარისი, იმისათვის რომ ადრე შემოდგომაზე, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის განმავლობაში შეიქმნას მცენარეებისათვის ოპტიმალური კლიმატური პირობები. ამ დროს მცენარეები მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის ქვეშ  იმყოფებიან და ნეგატიურად მოქმედებს მცენარეებზე, შესაბამისად პროდუქციის ხარისხზე და მოსავლიანობაზე. პრობლემის თავიდან ასაცილებლად ფერმერმა უნდა შეარჩიოს ისეთი სათბური, რომელსაც გარდა ორი გვერდითი გასანიავებელი ფარდების   ექნება დამატებით მესამე გასანიავებელი ფარდა სათბურის ზედა მხარეს, სათბურის მთელ სიგრძეზე. ასეთი სათბურის საბაზრო ფასი დამონტაჟების გარეშე შეადგენს დაახლოებით 44-45  ლარს  1 კვ.მ. (სურათი1).

სათბური, ენერგოეფექტური

მარტივი არაეენერგოეფექტური სათბური.
(მარნეულის მუნიციპალიტეტი) სურათი 1.

ენერგოეფექტური სათბურები

თუ ჩვენ ვაპირებთ გვიან შემოდგომაზე, ზამთრის პერიოდში და ადრე გაზაფხულზე ისეთი სითბოს მიმართ მომთხოვნი მცენარეული კულტურების მოყვანას როგორიცაა: კიტრი,პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გვქონდეს ენერგოეფექტური სათბური, რათა სათბურის გასათბობად საჭირო ძვირადღირებულ საშუალებებში მნიშვნელოვანი ეკონომია გავაკეთოთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ

სათბურში ბოსტნეული მცენარეული კულტურების მოვლამოყვანის ხარჯებიდან 50%-ზე მეტი გასათბობ საშუალებებზე მოდის. ამიტომ აუცილებელია ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც რენტაბელობის აგრეთვე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე ტიპის ენერგო ეფექტური სასათბურე ტექნოლო-გია, რომლებიც საქართველოშიც არის გაკეთებული და წარმატებით ფუნქციონირებენ.

ენერგოეფექტური სათბურებიდან უნდა გამოვყოთ სამი სახის სათბური:

        → მიწისქვეშა სათბური;

        → მყარკედლიანი, აგურის კედლიანი სათბური;

      → ორმაგი სათბური.

სამივე სახის სათბური ენერგოეფექტური სათბურების კატეგორიაში შედის, რადგან ამ კატეგორიის სათბურების კონსტრუქციაში ან განლაგებაში გათვალისწინებულია სპეციფიკური ელემენტები, რომლებიც სათბურებს ენერგოეფექტურობას ანიჭებს.

მიწისქვეშა სათბური

ამ სათბურის ძირითადი მოცულობა,  სადაც განლაგებულიამცენარეების ძირითადი სავეგეტაციო ნაწილი, მიწის ზედაპირის ქვემოთ მდებარეობს.მიწა ზამთრის პერიოდში თბილია,სათბურში შემავალი მზის სხივები დამატებით ათბობს მიწის ზედაპირს, ეს წარმოადგენს ამ სათბურის ენერგოეფექტურობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. მეორე მიზეზი ამ სათბურის ენერგოეფექტურობის არის ის, რომ სათბურს კონსტრუქციაში გაკეთებული აქვს სქელი საბანი, რომელსაც საღამოს სპეციალური ელექტრო ამძრავი საშუალებით სათბურს გადაეფარებადა დილამდე სათბურის შიგნით ადვილია სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება.

ამ ტიპის სათბურების გაკეთება რეკომენდირებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგის ტენიანობა 2-2.5 მეტრ სიღრმეზე მინიმალურია. ამ სათბურის სიგრძე 90-100 მეტრია, სიგანე 12 მეტრი, სათბურის სიღრმე  დაქანებულ მხარეს შეადგენს 1,20-1,50 მეტრს, მიწაყრილის მხარეს სათბურის სიმაღლე 5 მეტრია. ამ ტიპის სათბურის საბაზრო ფასი შეადგენს 100-130 ლარს 1 კვ.მ. (სურათი 2, სურათი 3.)

სათბური, ენერგოეფექტური

მიწისქვეშა სათბური გარეთა მხარე
(მარნეულის მუნიციპალიტეტი) სურათი 2.

სათბური, ენერგოეფექტური

მიწისქვეშა სათბური შიგნითა მხარე
(მარნეულის მუნიციპალიტეტი) სურათი 3.

მყარკედლიანი (აგურის) სათბური

ამ სათბურის ენერგოეფექტურობის მიზეზიპირველ რიგში არის ის, რომ სათბურის მარჯვენა კედელი და სათბურის თავი დაბოლო კედელი აგურით არის აშენებული, გარედან სათბური დაცულია თბოსაიზოლაციო მასალით. დღის მანძილზე აგურის კედლები თბება სათბურში. საღამოს სათბურს გადაეფარება საბანი, რომელიც სათბურის შიგნით დღის მანძილზე აკუმულირებულ სითბოსინახავს ხანგრძლივი დროის მანძილზე.

ამ ტიპის სათბურების გაკეთება რეკომენდირებულია, როგორც აღმოსავლეთ აგრეთვე დასავლეთ საქართველოში. მყარკედლიანი სათბურის სიგრძე 50-60 მეტრია,  სიგანე 10-11 მეტრი. სამუშაო ფართის სიგანე 8,5 მეტრი, სავალი ნაწილის 1,5 მეტრი. ამ სათბურის სიმაღლე 3,6 მეტრია. ამ ტიპის სათბურის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200-250 ლარს 1 კვ.მ. (სურათი 4, სურათი 5).

სათბური, ენერგოეფექტური

მყარკედლიანი, აგურის კედლიანი სათბური, გარეთა მხარე
( მარნეულის მუნიციპალიტეტი) სურათი 4.

სათბური, ენერგოეფექტური

მყარკედლიანი, აგურის კედლიანი სათბური, შიგნითა მხარე.
( მარნეულის მუნიციპალიტეტი) სურათი 5.

ორმაგი (დუბლი) სათბური

ამ ტიპის სათბურის ენერგოეფექტურობა განპირობებულია თერმოსის პრინციპით. ამ სათბურში ენერგოეფექტურობას განსაზღვრავს ორმაგი კონსტრუქცია ორი სასათბურე ფირით. ანუ ასეთი ტიპის სათბური შეიძლებაასე წაროვიდგინოთ სათბური სათბურში.  სათბურის ორმაგი კონსტრუქცია ორი სასასათბურე ფირით, სითბოსგაცემის კოეფიციენტს სერიოზულად ამცირებს და თათავისთავად სათბურის გასათბობად საჭირო ხარჯებიც მნიშვნელოვნად მცირდება.

ამ ტიპის სათბურის გაკეთება რეკომენდირებულია, როგორც აღმოსავლეთ,აგრეთვედასავლეთ საქართველოში. ამ სათბურის გარე კონსტრუქციის სიმაღლე 3,30 მეტრია,  შიდა კონსტრუქციის სიმაღლე 2,90 მეტრი. სათბურის სიგანე 8 მეტრია, სათბურის სიგრძე სასურველია 50 მეტრი იყოს, თუმცა აქ შესაძლებელია ცვლილებების შეტანა. ამ ტიპის სათბურის საბაზრო ღირებულება მონტაჟის გარეშე შეადგენს 60 ლარს 1 კვ.მ.  (სურათი 6, სურათი 7).

სათბური, ენერგოეფექტური

ორმაგი სათბური წინა მხარე
(მცხეთის მუნიციპალიტეტი) სურათი 6.

სათბური, ენერგოეფექტური

ორმაგი სათბური გვერდითი მხარე
(მცხეთის მუნიციპალიტეტი) სურათი 7.

პრობლემატური საკითხი დგება ხშირად ფერმერის წინაშე, თუ როდის უნდა დაიწყოს სათბურის მშენებლობა. თუ გვინდა, რომ ადრე გაზაფხულზე სათბური გამზადებული გვქონდეს, ფერმერი ზამთარ გაზაფხულის სეზონში ამას ვერ მოასწრებს, მიზეზი ის არის, რომ სათბურის შეკვეთას, მშენებლობას დრო სჭირდება, აგრეთვე სათბურის ფირის გადაჭიმვა მხოლოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურის დროს კეთდება. ამიტომ ფერმერმა სამუშაო სეზონი, რომ არ დაკარგოს, სათბურის კონსტრუქციის აწყობა უნდა დაასრულოს ზაფხულის განმავლობაში, ხოლო სასათბურე ფირის გადაჭიმვა უნდა მოასწროს ზაფხულის ბოლოს ან  შემოდგომის დასაწყისში.

აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ფერმერმა ან მეწარმემ სათბურის შერჩევის წინ  გაიაროს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია თუ როგორი სათბური არის რეკომენდირებული კონკრეტულ რეგიონში კონკრეტული მცენარეული კულტურების მოსაყვანად. ნაკვეთის შერჩევა სათბურის ასაშენებლად, მცენარეული კულტურების კონკრეტული ჯიშების/ჰიბრიდების შერჩევა სხადასხვა ბრუნვაშიმოსაყვანად, სათბურისათვის სადრენაჟო სისტემის და ქარამრიდი ნაგებობის მოწყობა ეს ის კონკრეტული საკითხებია, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის

რეკომენდაციის გარეშე ფერმერმა არ უნდა გადაწყვიტოს. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ საქართველოში ფერმერების მიერ თვითნებურად, სპეციალისტის რჩევების გარეშე დაწყებული საქმეები ხშირად კრიზისს განიცდიან ან ზარალით მთავრდება. გამომდინარე ზემოთხსენებულიდან  მეწარმემ, ფერმერმა არ უნდა დაგეგმოს და არუნდა დაიწყოს აგრობიზნესი სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის რჩევების და რეკომენდაციების გარეშე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: ფრიდონ სანაია /ტელ: 577 38 72 47; 599 63 49 20/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB