ურიშულა – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ურიშულა, საღვინე, ვაზის, ჯიში

ურიშულა წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, მისი წარმოშობის ადგილია რაჭა-ლეჩხუმი.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ურიშულა საშუალო ზრდისა და საშუალო მოსავლიანია.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხლადაა შებუსული.

მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ პატარა, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი წითელი ან მოწითალო. კანი სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი წვნიანია, წვენი-შეუფერავი.

სავეგეტაციო პერიოდი 150 დღეა. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია. სრულ სიმწიფეში ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 17-23%-ს, მჟავიანობა 7.5-11 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თქვენი რეკლამა