ფურის დროული გაშრობა

ფური, გაშრობა, წველა, ძროხა, ხბო

როდესაც ფური მოგებამდე იწველება, ნაყოფი არასწორად ვითარდება, მცირე წონისაა და ფიზიოლოგიურად ნაკლებ აქტიურია.

ფური თუ მოგებამდე იწველება არ ხდება ხსენის საბოლოო ფორმირება და ის ღარიბია ისეთი მნიშვნელოვანი ცილებით, როგორიცაა იმუნოგლობულინები.

ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი ახალშობილი ხბოები მიდრეკილებას იჩენენ მთელი რიგი ინფექციური დაავადებებისადმი.

მაკეობის ბოლო 2-3 თვეში ხბოს წონა 63-73 %-ით მატულობს და აქედან გამომდინარე განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ-ფურების კვებისა და მოვლის მდგომარეობას-ამ პერიოდში.

პირველ რიგში დიდი ყურადღება ექცევა მაკე ფურების დროულად გაშრობას, ეს უნდა მოხდეს მოგებამდე 2-2,5 თვით ადრე. იმ ფურებს, რომლებიც მოგებამდე 2-2,5 თვით ადრე 3-4 ლიტრ რძეს იძლევიან წველა შეიძლება სწრაფად შევუწყვიტოთ.

მაღალპროდუქტიულ ძროხებს წველას ნელ-ნელა უმცირებენ.

ფური საბოლოოდ გამშრალი მაშინაა, როდესაც წველის შეწყვეტიდან ერთი კვირის შემდეგ სარძევე ჯირკვლები დაუპატარავდება.

თ. ყურაშვილი

თქვენი რეკლამა