ბროწეული – აგროეკოლოგიური პირობები

ბროწეული, აგროეკოლოგიური, პირობები

აღმოსავლეთ საქართველოში ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია შექმნილი ბროწეულის გასავრცელებლად.

კულტურის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიუხედავად, საქართველიში ბროწეულის წარმოებას არ მიუღია სათანადო განვითარება (კეცხოველი, 1957). ბროწეულის ხელსაყრელი მიკროზონების გამოსავლენად ჩვენს მიერ 1998 _ 2001 წწ. წარმოებდა დაკვირვებები შიდა ქართლში (სოფლებში კოშკებსა და ატენში) (გოგიტიძე, გაგუა, 2003).

ბროწეული უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა მშრალ და ცხელ კლიმატურ პირობებში. კულტურისათვის შერჩეულ სპეციფიკურ მიკროზონებში მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელად უნდა ჩავთვალოთ შემდეგი მნიშვნელობის ძირითადი აგროკლიმატური პირობები: ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,0-13,50C; ყველაზე თბილი თვეების (ივლისი-აგვისტო) საშუალო დღეღამური ტემპერატურა 22-250C და მეტი; სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200-220 დღე და მეტი; მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2000-2500 სთ., სავეგეტაციო პერიოდში კი 1550-1750 საათი; აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (Σთ>100C) 3700-43000C; ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო 35-370C; ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 400-600 მმ, სავეგიტაციო პერიოდში კი 300-450 მმ; ჰაერის ტემპერატურის აბსოლიტური მინიმუმებიდან საშუალო მინუს 10-120C.

ქართლ-კახეთის რეგიონში დასახელებული კლიმატური ფაქტორები მეტად ხშირად მეორდება 200-დან 600 მ სიმაღლეთა ფარგლებში; სადაც ბროწეულის ჯიშების გავრცელება პირველ რიგში უნდა მოხდეს სითბოსადმი მოთხოვნილების შესაბამისად.

ბროწეულის დარაიონების დროს, უნდა გავითვალისწინოთ ჯიშების სითბოსადმი მოთხოვნილება. საქართველოში ამჟამად გავრცელებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებიდან საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშებისათვის ნაყოფის მოსამწიფებლად საჭიროა 3600-დან 38000C -მდე, საშუალოსათვის 3800-40000C-მდე, საგვიანოსათვის კი 40000C -ზე მეტი აქტიური ტემპერატურათა ჯამი. ბროწეულის საშუალო პერიოდის ჯიშები ნაყოფის ნორმალურად მოსამწიფებლად თუ საჭიროებს 37000C º-ს და მეტს, ხოლო მოცემულ მიკროზონაში საშუალო მრავალწლიური ნორმა დაახლოებით ასეთივე რაოდენობის, ან მასზე ნაკლებია, მაშინ ეს მიკროზონა მათთვის არ შეიძლება ჩავთვალოთ შესაფერისად. იმისათვის რომ ნაყოფთა მომწიფება უზრუნველყოფილი იქნას თითქმის ყოველწლიურად (95% წლებში), მიკროზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დაახლოებით 40000C და მეტი უნდა დაგროვდეს.

საქართველოში გავრცელებული ბროწეულის საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშებისათვის საკმაო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (3600-38000C) ქართლ-კახეთში საშუალოდ 600-500 მ სიმაღლის ფარგლებში გროვდება. საშუალო პერიოდის ჯიშებისათვის საჭირო 3800_4000º სითბოს ჯამი _ 400-500 მ სიმაღლემდე, საგვიანო პერიოდის ჯიშებისათვის საკმარისი _ 4000_42000C სითბოს ჯამი კი 300-დან 400 მ სიმაღლემდე გროვდება. ამიტომ მათი სამეურნეო მნიშვნელობით მასიური გაშენება რეკომენდებულია მხოლოდ 200- დან 600 მ სიმაღლის ფარგლებში.

ბროწეული განათების ინტენსივობით მეტად უზრუნველყოფილია გარე კახეთის სტეპურ ზონაში, თუმცა მცენარეთა გამოზამთრების პირობები აქ სხვა მხარეებთან შედარებით გაუარესებულია. ამ მხრივ შედარებით ხელსაყრელი პირობები არის შექმნილი ქვემო ქართლში და კახეთის წინამხარში.

ბროწეული ნაკლებმყინვაგამძლე კულტურაა. ზამთრის მოსვენების პერიოდში მისი ერთწლიანი ნაზრდი და მოზამთრე კვირტები-140C -ზე თითქმის მთლიანად იღუპება. მინუს 16-170C -ზე ზიანდება 2-3 წლიანი ნაზრდი, ხოლო -180C -ზე მცენარის მთელი მიწისზედა ნაწილი.

ქართლ-კახეთის დაბლობ ადგილებში (200-600 მ) ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო მინუს 9-140C ფარგლებში იცვლება. მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელობაზე ძირითადად გავლენას ახდენს რელიეფური პირობები და ადგილმდებარეობის სიმაღლე.

მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო ეს ისეთი მაჩვენებელია, რომლის განმეორებასას შეგვიძლია ყოველწლიურად ველოდოთ, მისი მნიშვნელობა ყველაზე დაბალი (-12, -130C). მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდ. მდ. ალგეთისა და ქცია-ხრამის ხეობაში

(მარნეული, ბოლნისი). მარცხენა სანაპიროზე კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბლობ ადგილებში და კუმისის ტბის შემოგარენში მათი ინტენსივობა შედარებით მეტია. კულტურის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია საზიანო ყინვების ზემოქმედების ხანგრძლივობაზე.

ქართლ-კახეთის დაბლობ ნაწილში, პერიოდულად წარმოქმნილი ყინვები ნაკლები ხანგრძლივობით ხასიათდება. ყინვების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ ათეული წუთებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ასეთი ხანგრძლივობის ყინვები სრულიად საკმაოა ნაკლებად ყინვაგამძლე ბროწეულის ნაზრდების დასაზიანებლად. კახეთში მინიმალური ტემპერატურების (-11-120C) ხშირი განმეორება მოსალოდნელია მდ. ალაზნის ხეობაში (ახმეტა, ნაფარეული, წინანდალი, წნორი).

ქართლ-კახეთის რეგიონში ბროწეულის ზრდა-განვითარებისათვის სინოტივით უზრუნველყოფის დასადგენად, გამოყენებულ იქნა ჰიდროთერმული კოეფიციენტი (k < Σp/ΣΤ:10), რომელიც წარმოადგენს ნალექების ჯამის (Σპ) შეფარდებას 100C -ზე ზევით ტემპერატურათა ჯამთან (ΣΤ). თუ k ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნაკლებია 0,5-ზე ბროწეული მორწყვას საჭიროებს; თუ k 0,5-დან 1,0-მდე საზღვრებში იცვლება მცენარეთა სიმწიფის პერიოდში ტენით უზრუნველყოფა საკმაოა. ასეთ შემთხვევაში ცალკეულ პერიოდებში საჭიროა ნარგაობის მორწყვა; კოეფიციენტის 1,0-დან 1,5-მდე და მეტი მნიშვნელობისას ბროწეულისათვის ტენიანობა ჭარბად ითვლება.

ქვემო ქართლის ვაკეზე (300-600 მ ზ. დ.) ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 400-600 მმ-ის ფარგლებშია. წლის თბილ პერიოდში 300-450 მმ ნალექი მოდის. აღმოსავლეთით მოსაზღვრე მდ. იორის ხეობაში სავეგეტაციო პერიოდში მოსული ნალექები მცირედით აღემატება ქვემო ქართლის ვაკეზე მოსულ ნალექების რაოდენობას და 400-500 მმ-ს უდრის.

კახეთში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე ნალექების წლიური ჯამი მნიშვნელოვნად მეტია (800-900 მმ), ვიდრე ქვემო ქართლის ვაკეზე და ივრის ხეობაში. აქ სავეგეტაციო პერიოდში 600-650 მმ ნალექი მოდის; მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე ნალექების წლიური ჯამი 800-1100 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 700 მმზე მეტი არ არის.

ქვემო ქართლის ვაკეზე მდ. მტკვრის გასწვრივ _ (თბილისის საგარეუბნო ზონიდან წითელ ხიდამდე) ბროწეულის ყვავილობისა და ნაყოფთა გამონასკვის პერიოდი ტენიანობის მხრივ ხელსაყრელია, როცა ჰიდროთერმული კოეფიციენტი 1,0-დან 0,5-მდე საზღვრებში იცვლება.

ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე (გარდაბანი) ზოგან სექტემბრის პირველ ნახევრამდე პერიოდი ძალზე გვავლიანია (k <0,5-ზე). ამიტომ ბროწეულის ნარგაობა მორწყვას საჭიროებს. საადრეო და საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშებისათვის, რომლებიც ნაყოფის მომწიფებას სექტემბრის ბოლოს იწყებენ, დროგამოშვებით არასაკმაოდ ტენიანია (k < 0,5-1,0); ასეთ შემთხვევაში ხელსაყრელი პირობები იქმნება ნაყოფის ხარისხიანად მოსამწიფებლად.

გარე კახეთში ბროწეულის ყვავილობა და ნაყოფის გამონასკვა (მაისის დასასრულიდან _ ივლისის შუა რიცხვებამდე პერიოდი) ტენიან (k < 1,5-1,0) პირობებში მიმდინარეობს. ზაფხულის თვეებში გვალვიანი პერიოდი არ აღინიშნება; თუმცა ცალკეულ წლებში, დროგამოშვებით ტენის ნაკლებობას აქვს ადგილი.

შიგნითკახეთში მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე (წინამხარი) ბროწეულის ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის პერიოდი (მაისი _ ივნისი) მეტად ტენიანია (k < 2,0 -1,5). მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), ბროწეულის გავრცელების არეალი მარჯვენა მხარესთან შედარებით მეტად ნოტიოა. კავკასიონის ქედის სამხრეთულ დაქანებებზე მეტად მოღრუბლული და ნალექიანი დღეები მიკროზონის გადიდებულ დატენიანებას განაპირობებს; ამიტომ აქ გავრცელებული ბროწეული ბუნებრივად ნაკლებშაქრიან და მომეტებული მჟავიანობის ნაყოფებს ივითარებს, ვიდრე გომბორის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

შიგნითკახეთში ბროწეულის ტენით ბუნებრივი უზრუნველყოფის მხრივ შედარებით ხელსაყრელი პირობებია შექმნილი წინამხარში. ამიტომ შეგვიძლია ვაწარმოოთ ბროწეულის მომჟავო_ტკბილი და ტკბილი ჯიშები. გაღმა მხარში კი უპირატესად ტკბილ ჯიშებს უნდა დაუთმოთ ადგილი (გოგიტიძე, გაგუა, წიკლაური, 2013).

დასკვნა: ქართლისა და კახეთის რელიეფის განსაკუთრებული თავისებურება ტერიტორიის დაბლობ ნაწილში, ზღვის დონიდან 200_600 მ სიმაღლის ფარგლებში განაპირობებს მზის მაღალ რადიაციას, თერმულ რეჟიმს და ზომიერ ნალექებს.

გივი გაგუა,
საქართველოს აგროკლიმატური რესურსები.

იხილეთ აგრეთვე: ბროწეული – დარგვა, მოვლა, მოყვანა

თქვენი რეკლამა