ციტრუსის მოვლა (კარტლისი გირჩევთ)

არომატული თვისებები, ოქროსფერი ნაყოფი ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას ნებისმიერ ქვეყანაში.

კარტლისის აკადემიაში, ციტრუსის წარმოების ტექნოლოგიის ტრენინგები ითვალისწინებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

• გასხვლა/მოვლა;

• ბაღში ნიადაგის საფარის დამუშავება დაბარვისა და კულტივაციის გარეშე;

• სქემა (მოვლა-მოყვანა).

როდის დავრგოთ:

შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა. განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის.

გაზაფხულზე, დარგული მცენარე სუბტროპიკული რაიონებისთვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდის!

ციტრუსოვნებს მრავალი სახეობის ცრუფარიანა აზიანებს. განსაკუთრებით კი 3 მათგანი: ბალიშა ცრუფარიანა, ციტრუსოვანთა ცრუფარიანა და რბილი ცრუფარიანა.

ფარიანა, ცრუფარიანა, წამლობა, კარტლისი

მავნებლები მანდარინს უზიანებენ ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ტოტებს და  ნაყოფებსაც. ახალგაზრდა პლანტაციებსა და სანერგეებში მავნებელს შეუძლია კულტურათა ღეროებსაც მიაყენოს დაზიანებები.

პირდაპირი ზიანის გარდა, მავნებლის მიერ დაზიანებულ ორგანოებზე შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადებები.

მავნეობის პერიოდები – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ბრძოლის ღონისძიებები:

• ხარისხიანი და დროული სხვლა-ფორმირება;

• ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნარჩენებისაგან;

• ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულზე სიპკამოლის (პარაფინის ზეთი 80%) შესხურება.

კულტურის განვითარების, შემდგომ პერიოდებში კი მავნებლის განვითარება-გავრცელების და სოკოვან დაავადების საწინააღმდეგოდ  საჭიროა წამლობების ჩატარება კოსაიდით და  ნურელ დ ან საგა ან სუპერკილ ფორტე.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კატლისი“.

დამატებითი კითხვებისთვის ან პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მისღებად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა