გარგარი – ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

გარგარი, ჯიშები

გარგარი ერთ-ერთი საინტერესო და მაღალი საგემოვნო თვისებებით გამორჩეული კურკოვანი კულტურაა, რომლის წარმოშობის პირველადი კერაა ჩინეთის ჩრდილოაღმოსავლეთი და ცენტრალური რაიონები, სადაც გარგარის 1000-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული. გარგარის მეორადი დომესტიკაციის კერაა – ავღანეთი, შუა აზია, ირანი და სამხრეთ კავკასია.

ჩვეულებრივი გარგარი (Prunus armeniaca L) მიეკუთვნება ვარდისებრთა (Rosacea) ოჯახს, Prunus -ის გვარს. გარგარის გვარი აერთიანებს 8-სახეობას.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ჩვეულებრივი გარგარის (Prunus armeniaca L) სახეობიდან წარმოშობილი ჯიშები და ჭერმის (გარგარის ადგილობრივი ფორმა, რომელიც წვრილი ნაყოფებით და მწარე კურკიანი ნაყოფებით ხასიათდება) ფორმები.

გარგარი კულტივირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. მისი მსოფლიო წარმოება 4.26 მილიონი ტონაა. გარგარის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანებია თურქეთი, ირანი და უზბეკეთი.

გარგარი გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში: ქართლი (გორის და კასპის რაიონებსა და თბილისის გარეუბნებში), კახეთი (თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში). სხვა კურკოვნებთან შედარებით გარგარის წარმოება მაინც შეზღუდულია, რადგან საკმაოდ მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება ყვავილობის პერიოდში გაზაფხულის გვიანი წაყინვებით და სოკოვანი დაავადებებით.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

გარგარი, ჯიშები

თქვენი რეკლამა