სამგზავრო ბილეთი პლასტიკატის ბოთლის სანაცვლოდ

ბოთლი, პლასტიკატი, ბილეთი

გარემოს ნარჩენებისგან დაცვის მიზნით, სიდნეიში (ავსტრალია) რამდენიმე წლის წინ პლასტიკატის და ალუმინის ბოთლების შემგროვებელი ავტომატები (აპარატები) გამოჩნდა.

მოქმედების პრინციპი მარტივია, ყველა მსურველს გარემოს მხარდაჭერის სანაცლოდ სამგზავრო ბილეთი ან საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვის ქვითარი შეუძლია მიიღოს.

ავსტრალიელთა გარემოზე ზრუნვის ამგვარი გადაწყვეტა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში 10 000 ბოთლი შეგროვდა.

ავტომატებში არ შეიძლება მინის ან სითხიანი ბოთლების ან სხვა ნარჩენების ჩაყრა, თუ ვინმე მაინც შეეცდება ავტომატი უბრალოდ არ მიიღებს მათ.

ბოთლების სანაცვლოდ შესაძლებელია სხვადასხვა დამატებითი აქციების შეთავაზებაც.

eko_bileTi_tx_788822222211102

eko_bileTi_tx_9022222911110457

eko_bileTi_tx_800002293444475

თქვენი რეკლამა