ბოსტანი სავაჭრო ცენტრის სახურავზე

ბოსტანი, სუპერმარკეტი, სალათი

შეიძლება თუ არა ერთი ნაბიჯით, ერთდროულად მოიზიდო უფრო მეტი მომხმარებელი და ამასთან შეამცირო ხარჯები? 

ისრაელში სუპერმარკეტის მფლობელებმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება, გააკეთეს რა ბოსტანი პირდაპირ სუპერმარკეტის სახურავზე.

სავაჭრო ცენტრ დიზენგოფის (Dizengoff Center) სახურავზე განთავსებული ფერმაში, ყოველთვიურად 10 000 ძირ მხოლოდ სალათის ფურცელს აწარმოებენ, გარდა ამისა კიდევ 17 სახის კულტურა მოჰყავთ.

სუპერმარკეტში განთავსებულია სპეციალური სტენდი დიდი მონიტორით, სადაც გამოდის სახურავზე განთავსებული ბოსტნიდან ახლად აღებული პროდუქტების სია, სტენდი იმდენად პოპულარულია, რომ მარაგის შევსება დღეში ოთხჯერ ხდება.

აქ მოყვანილ ბოსტნეულს არ სჭირდება ტრანსპორტირება, შესაბამისად დისტრიბუციის ხარჯი. გარდა ამისა ბოსტნეული ყოველთვის ახალია.

ბოსტანი, ბოსტნეული, ახალი

„ადამიანები მიეჩვივნენ სალათის გემოს, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გარკვეულ გზას გადის, ბოსტნიდან მაცივრამდე, ჩვენი სალათი კი, გასაყიდად დახლზე მოხვედრამდე სულ 15 წუთის აღებულია “,- ამბობს ფერმის დირექტორი მენდი ფალკი.

ბოსტანი, ბოსტნეული, ახალი

ეს საქალაქო ფერმა უფრო მეტია, ვიდრე ბოსტნეულის მოყვანის ადგილი, რადგან სათბურების გარდა, აქ განთავსებულია საგანმანათლებლო ზონაც, სადაც ფერმერები ლექციებს კითხულობენ საქალაქო ფერმების მოწყობის და მოვლის შესახებ.

ბოსტანი, ბოსტნეული, ახალი

ალბათ ჩვენთანაც შეიძლება…

თქვენი რეკლამა