USDA სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაში დაგვეხმარება

23 Views

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობის საკითხებზე გამახვილდა.

ნოდარ კერესელიძემ მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევების პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიმინდის, ხორბლის, ციტრუსისა და ვაშლის კულტურის მოსავლიანობის პროგნოზირების შერჩევითი კვლევები წარმატებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსავლიანობის პროგნოზირების პროექტის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ნაწილში დახმარებას გაუწევს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB