ჯვარი – თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის, ჯიში, ჯვარი

ჯვარი – 1970 წლის მონაცემებით, ცალკეულ ძირებად გვხვდებოდა მცხეთის, გორისა და კასპის რაიონებში, ამჟამად კი კოლექციებშია დაცული.

წარმოშობა: ქართლი.

ფოთოლი დიდი ზომის, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული, ქვედა მხარეს ხშირი ჯაგრისებრი ბუსუსით. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია.

მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის და მომრგვალოა, თეთრი ფერის, დაფარული თხელი ცვილოვანი ფიფქით.

კანი თხელია, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი ხორციან-წვნიანია, საკმაოდ ტკბილი გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ შეადგენს 160-163 დღეს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონაა 150-170 გრამი.  ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 18-22% – ს, მჟავიანობა 7-9გ/ლ – ს.

მიეკუთვნება საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშებს.

მოსავლიანობა: 7,2-9,0 ტ/ჰა.

ვაზი საშუალო ზრდისაა და რქა კარგად მწიფდება. სოკოვანი დაავადებებისადმი საშუალოდ გამძლეა. ჯვარისგან საშუალო ხარისხის, მასობრივი მოხმარების ღვინოები დგებოდა.

ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

წყარო: ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი

თქვენი რეკლამა