თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის იდეა განიხილეს

441 Views

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

მინისტრის მოადგილემ, მეფუტკრეობის კოოპერატივების წევრებს სამომავლო პროექტები გააცნო და მათთან ერთად თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის იდეა განიხილა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა იდეა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თანამედროვე სტანდარტების თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა საქართველოში მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB