ჩოგი – ტრადიციული თუშური მდნარი ყველი

ჩოგი, თუშური, ყველი, მდნარი, ტრადიციული

ტრადიციული თუშური მდნარი ყველი – ჩოგი, მზადდება თუშეთში ცხვრის ნედლი რძისაგან, აგვისტოს თვეში.

აგვისტოს თვეში თუშური ცხვარი წველას იკლებს, რძე კი მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა ამ ახალმოწველილ რძეს, ასხამენ კასრში და ათბობენ 36 – 370C ტემპერატურაზე, შემდეგ კი ამატებენ კვეთს, უკვე შედედებული მასიდან ამოიყვანენ ყველის თავს, რომელიც დაიწურება შრატისაგან.

შემდეგ ჩოგი, გუდის ყველისაგან განსხვავებით, იდება არა გუდაში არამედ ხის კასრში, რის ძირშიც ჩაწყობილია არყის ხის ნაჭრები, რათა ყველიდან ბოლომდე გამოიწუროს შრატი, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირა, ამის შემდგომ კასრი აიხდება. ამოაქვთ უკვე შეობებული ყველი და აწყობენ მზეზე გასაშრობად.

შემშრალი ყველი ხელახლა ეწყობა უკვე გასუფთავებულ კასრში ოღონდ ზემოთა თავები ჩადის ძირში, ხოლო ქვემოთა – ზემოთ, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ისევ ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირით (ეს დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე, რაც ყველის დამწიფების სიჩქარეზე ახდენს გავლენას).

ამის შემდგომ უკვე დამწიფებული ყველს ეყრება მარილი, 10კგ-ზე 2კგ, და იზილება ხელით მანამ, სანამ ყველის მასას ხელი აღარ აიკრავს. უკვე გადაზელილი ჩოგი ჩაიდება გუდაში, გაივლის მინიმუმ 20 დღიან მომწიფების პერიოდს და მზადაა სარეალიზაციოდ.

ჩოგი განსაკუთრებული პიკანტური არომატითა და გემოთი გამოირჩევა, +120C ტემპერატურამდე 12 თვეზე მეტხანს ინახება.

ჩოგი, თუშური, ყველი, მდნარი, ტრადიციული

ჩოგი თუშური ყველის ამ სახეობის ტრადიციული სახელწოდებაა.

წყარო: guda.ge

თქვენი რეკლამა