საფრანგეთი ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დახურავს

100 Views

საფრანგეთი 2023 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დახურავს, ამის შესახებ, გასულ კვირას კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე  (COP22 UN), საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

დიდი ბრიატანეთი იგივე მიზნის მიღწევას 2025 წლისთვის გეგმავს, შედარებისთვის გერმანიაში, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვა, 2050 წლისთვისაა გადაწყვეტილი.

ეს ინიციატივა – პირველის არა არის საფრანგეთის ამბიციურ ეკოლოგიურ მიზნებში, ამ ქვეყანაში უკვე აღარ ხდება პოლიეთინელის პაკეტების გამოყენება, ხოლო 2020 წლისთვის პლასტმასის ჭურჭელიც აიკრძალება.

პარიზში დაწყებულია 45 კმ. ველომაგისტრალის მშენებლობაც.

სასიამოვნოა როცა ევროპის ქვეყნები, გარემოს დაცვის და ეკოლოგიის საკითხებს ამგვარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სასიკეთო ტენდეცია, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილიც გახდება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB