რობოტები, რომლებიც 2021 წელს ფერმერებმა პირველ დამხმარეებად აღიარეს

რობოტები, ფერმერი, სასოფლო, სამეურნეო

ბოლო წლებია დემოგრაფიულმა საკითხებმა ფორუმებიდან პრაქტიკაში გადასაჭრელ პრობლემებამდე გადმოინაცვლა და პირველი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის საკმარისი საკვებით უზრუნველყოფაა.

საკვების მწარმოებლებმა, ფერმერებმა, უნდა შეძლონ გაზრდილ მოსახლეობას მიაწოდონ პროდუქტი შესაბამისი რაოდენობით, დროის მოკლე პერიოდში. ასეთ დროს ფერმერები მექანიზაციის, ანუ მეურნეობებში მაქსიმალურად მეტი რობოტექნიკის გამოყენებას იწყებენ, რათა შეამცირონ წარმოების პროცესი, მიიღონ მაღალხარისხიანი და უხვი მოსავალი და შესაბამისი დაფასოებით მიაწოდონ მარკეტებს.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ 2021 წლის პოპულარულ რობოტექნიკას, რომელმაც ფერმერის შრომა მნიშნველოვნად შეამცირა.

ეკორობოტიქსი (Ecorobotix): მზის ენერგიაზე მომუშავე, მთლიანად ავტომატიზირებული დრონი, რომელსაც ასევე GPS სისტემა აქვს. რობოტი კამერის მეშვეობით არჩევს სარეველას და ჰერბიციდს ასხურებს მხოლოდ შესაბამის ფართობზე.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

ამ ტექნოლოგიით 90%-ზე ნაკლები ჰერბიციდი გამოიყენება, რომელიც 30% – ით უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული წამლობების შემთხვევაში. დრონს შეუძლია დღის განმავლობაში სამი ჰექტარი დაფაროს. რობოტის ზედა ნაწილი დაფარულია ფოტოელექტრული მზის პანელებით, რომლებიც ენერგიის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფენ.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

ციტრუსის საკრეფი რობოტი (Energid Citrus Picking System): რობოტი იდეალურია ციტრუსის ბაღებისთვის. სისტემის ხარჯი, ადამიანური რესურსით კრეფის ხარჯთან შედარებით ბევრად დაბალია. რობოტი იყენებს ქსელურ კრეფის მექანიზმს. სისტემას შეუძლია ხილის კრეფა ყოველ 2-3 წამში, რაც ოპერაციების დროს ზოგავს.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

რუბიონი (Rubion): ბელგიური რობოტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოშვებული მარწყვის საკრეფი რობოტი. რუბიონს შეუძლია ნავიგაცია სათბურებსა და ტუნელებში, აფასებს მარწყვი მოსავალს, ადგენს  და იღებს მწიფე მარწყვს. რობოტი ნაყოფს დაზიანების გარეშე წყვეტს, წონის და დებს კონტეინერში. რუბიონს შემდეგი კრეფის პერიოდის გამოთვლაც შეუძლია, რაც ფერმერს ოპერაციების ეფექტურად დაგეგმვაში ეხმარება.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

SmartCore: ნიადაგის ანალიზის ასაღები სრულად ავტომატიზირებული რობოტი ნიმუშებს ნაკვეთის სხვადასხვა წერტილში იღებს. ადგილმდებარეობას ნავიგაციისა და დაბრკოლების გამოვლენის ალგორითმის დახმარებით არჩევს. აღებული ნიმუში მიაქვს ლაბორატორიაში წასაღები ნიმუშებისთვის გამოყოფილ ადგილას და ამოწმებს ამ ნიმუშების აღების სისწორეს, თუ რამდენად გამოდგება ისინი ლაბორატორიისთვის.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

Blue River LettuceBot 2: Blue River კომპანიის ეს გამოგონება, პირველ რიგში, სალათების მწარმოებლებისთვის გამოდგა მომგებიანი. სისტემა მაგრდება ტრაქტორის ბოლოში, დეტექტორის მეშვეობით ადგენს სარეველა ბალახებს და მხოლოდ ამ ნაწილზე ასხურებს ჰერბიციდს. ამასთან ერთად, კულტურის ანალიზის შემდეგ, აგროვებს ინფორმაციას მავნებლებისა და დაავადებების შესახებ, სად არის საჭირო ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენება.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

ამ ტექნიკის დახმარებით ფერმერები მნიშვნელოვან რესურსებს ზოგავენ, როგორც ფინანსურს, ისე დროისა და მუშა ხელის, ამასთან, იყენებენ ნაკლებ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს.

კიდევ ერთი ჰერბიციდების ამომცნობი და მონიტორინგის გასატარებელი რობოტია SwagBot. წინა რობოტისგან განსხვავებით, იგი მცირე ზომისაა, გადაადგილდება თითქმის ყველა ტიპის ზედაპირზე. აქვს ასევე საქონლის ამომცნობი სისტემა, რომლის დახმარებითაც შემდეგ ცდილობს ნაკვეთში შეჭრილი პირუტყვი დააფრთხოს და დაიცვას კულტურა განადგურებისგან.

რობოტი, ფერმერი, სასოფლო

წყარო: analyticsinsight.net

ბაღების დაფინანსება