ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

201 Views

პარიზის ტექნოლოგიური ინსტიტუტის AgroParisTech-ის მეცნიერთა ჯგუფმა, გრძელვადიან პერიოდში, ორგანული და ტრადიციული მიწათმოქმედების ნიადაგზე ზემოქმედების შედეგები გამოიკვლიეს.

დაკვირვებები პარიზში, ვერსალის ახლოს, ლა კეიჯის ექსპერიმენტულ ნაკვეთებზე, 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის Bioemco-ის ბაზაზე, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით გაანალიზეს.

კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ იმ ნაკვეთებზე სადაც აწარმოებდნენ ორგანულ მეურნეობას, ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების ბიომასა (ფიტოპარაზიტული ნემატოდების გარდა) 2.5 ჯერ გაიზარდა.

ფრანგ მეცნიერთა დასკვნით, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, რომლის დროსაც მცენარეთა დაცვის სინთეტიკური საშუალებები და მინერალური სასუქები გამოიყენება, უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და გრძელვადიან პერიოდში იწვევს მის გამოფიტვას, ალტერნატიური სისტემები კი, როგორიცაა ორგანული მიწათმოქმედება კარგ პირობებს ქმნის მიკროორგანიზმებისთვის და ამდიდრებს ნიადაგს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB