მუხლუხო რობოტი რეკორდულ ფართობს თესავს

მუხლუხო, რობოტი, რეკორდი

ავტონომიურმა მუხლუხო რობოტმა AgXeed და სათესმა Kongskilde მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, რობოტიზებული ტრაქტორის მიერ, 24 საათის განმავლობაში დათესილი ყველაზე დიდი ფართობის მიხედვით – 30,7 ჰექტარი.

ამის შესახებ ინსტაგრამზე ბრიტანული კომპანია ASC Autonomy წერს.

AgBot-ის კემბრიჯშირში, აგდენ გრინ ფერმაში მუშაობა დაიწყო დილის 9 საათზე და დაასრულა 23:16 საათზე ცუდი ამინდის გამო. ამ დროის განმავლობაში ავტონომიურმა მუხლუხო რობოტმა 76 აკრი (30,7 ჰექტარი) დაამუშავა.

რობოტით AgXeed Tracked 5.115 T2, წინა ბუნკერით აღჭურვილი სათესით Kongskilde 6m და Isobus-ის თესლის მონიტორინგის სისტემით 1 ჰექტარზე 225 კგ ხორბალი დაითესა.

ფერმის მფლობელმა უილ მამფორდმა განმარტა: „ხანგრძლივი წვიმის შემდეგ ჩვენი ბორბლიანი ტრაქტორები გაიჭედა. AgBot იყო ჩვენი ერთადერთი არჩევანი – და ის მშვენივრად მუშაობდა“.

თქვენი რეკლამა