ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი

ჩაი, თაფლი, ყველი, ფესტივალი, მთაწმინდა, პარკი

6 სექტემბერს მთაწმინდის პარკში 13:00 -დან 20:00 საათამდე ჩაის, თაფლისა და ყველის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩაის, თაფლის და ყველის სხვადასხვა სახეობა და ღონისძიების სტუმარი სასურველი პროდუქტის დაგემოვნებასა და შეძენას შეძლებს.

მთავარ მოედანზე ყველის დამზადების პერფორმანსს ტრადიციულად ანა მიქაძე წარმოგიდგენთ.

ყველის მრავალ სახეობასთან ერთად, სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება ჩაი და თაფლი.

ადგილზე გაიმართება დეგუსტაცია და რა თქმა უნდა შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ წარმოდგენილი პროდუქცია.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი და DJ.

ფესტივალის მხარდამჭრია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, USAID Zrda Activitivity in Georgia, ჩაის ასოციაცია და ანა მიქაძე.

ღონისძიება იმართება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “People In Need” და პროექტის ბენეფიციარი კავშირი – ასოციაცია “აგორა”.

თქვენი რეკლამა