გერმანულმა კონცერნმა Bayer-მა Monsanto შეიძინა

117 Views

გერმანული ფარმაცევტულმა გიგანტმა Bayer-მა, გენმოდიფიცირებული პროდუქტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Monsanto შეიძინა.

მოლაპარაკებებკი ინტენსიურად 2016 წლის მაისიდან დაიწყო, გარიგების საბოლოო თანხა 66 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, Monsanto-ს ერთი აქციის ფასი 128$.

Bayer-ს სურდა ერთი აქცია 122$-ად შეეძინა, ივლისში შეთავაზება 125$-მდე გაიზარდა, სექტემბერში კი კომპანიები 128$-ზე შეთანხმდნენ.

მას შემდეგ რაც, კომპანიები მიიღებენ გერმანიის და აშშ-ს მთავრობებიდან შესაბამის დოკუმენტაციას, შეთანხმების პროცესი დასრულდება. შეთანხმების პირობების შესრულება 2017 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

იმ შემთხვევაში, თუ სარეგულაციო ორგანოები არ დაუჭერენ მხარს შეთანხმებას და ამის საფუძველზე დაირღვევა შეთანხმების პირობები, Bayer-ი Monsanto-ს კომპენსაციის სახით 2 მილიარდ დოლარს გადაუხდის.

Monsanto-ს შეძენის შემდეგ Bayer-ი, მსოფლიოში პესტიციდების და სათესლე მასალის მწაროებელი უდიდესი კომპანია ხდება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB