ჟოლოს ანთრაქნოზი და წამლობები ორგანული მეურნეობისთვის

ჟოლო, ბიო, წამლობა, ანთრაქნოზი

ჟოლოს ანთრაქნოზი აავადებს მცენარის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს.

ფოთლებზე დასაწყისში ვითარდება წვრილი მომრგვალო ლაქები, რომლებიც ხშირად ერწყმება ერთმანეთს და დაავადებული ქსოვილი შეიძლება ამოვარდეს.

ღეროებზე ვითარდება ღრმა წყლულები, რომლებიც გარშემოვლებულია მეწამული არშიით.

ანთრაქნოზი იწვევს ერთწლიანი ყლორტებისა და სანაყოფე ტოტების ხმობას, ხშირად ნაყოფების მომწიფებამდე აღინიშნება ნაყოფების მუმიფიცირება, დაავადებული ფოთლები ნაადრევად ცვივა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჟოლოს პროდუქტიულობას.

დაავადების წინააღმდეგ საჭიროა მცენარეთა ოპტიმალური დგომის დაცვა. მცენარის დაავადებული ნაწილების შეჭრა და მათი დაწვა.

ჟოლო, ბიო, წამლობა, ანთრაქნოზი

წამლობები ორგანული მეურნეობისთვის

პირველი შესხურება უნდა შესრულდეს ბორდოს ნარევის 1%-იანი სამუშაო ხსნარით, როდესაც ყლორტის სიგრძე მიაღწევს 15-20 სმ-ს.

მეორე წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობის წინ ფიტოკატენას 2%-იანი სამუშაო ხსნარით.

მესამე წამლობა ტარდება კვლავ ფიტოკატენას 2%-იანი ნაზავით დაყვავილების შემდეგ.

მცენარეთა ბილოგიური დაცვის ცენტრი „ბიოაგრო“

პრეპარატების შესახებ და სხვა დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ (დაკლიკეთ) „ბიოაგროს“ საიტს. http://bioagro.ge/

მიირთვით ჯანსაღი ჟოლო.

ჟოლო, ბიო, წამლობა, ანთრაქნოზი

თქვენი რეკლამა