
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
2004 წელს ევროკავშირში ექსპორტზე გასული, აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან:
- კაკლოვანი ხილის ექსპორტი გაიზარდა 11%-ით;
- ღვინის ექსპორტი გაიზარდა 10%-ით;
- მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი გაიზარდა 28%-ით;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი გაიზარდა 85%-ით;
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 20%-ით;
- ხმელი ხილის ექსპორტი გაიზარდა 13%-ით.