როგორ შევინარჩუნოთ სოფლის მეკვერცხული ქათმის პროდუქტიულობა ზამთარში?

ქათამი, მოვლა, ზამთარი

დადგა წელიწადის ცივი პერიოდი „ზამთარი“-  წელიწადის დრო როდესაც  საკარმიდამო პირობებში არსებული ეზოს კვერცხმდებელი ქათმები აღარ დებენ კვერცხს გაზაფხულამდე, თუმცა სპეციალური მოვლა-შენახვის პირობების შექმნით ჩვენს ქათმებში შეგვიძლია ხელი შეუწყოთ კვერცხდების სასურველი შედეგის შენარჩუნებას.

და მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

→ ტემპერატურა

იმისთვის რომ  ქათმებმა ზამთარში თავი კომფორტულად იგრძნონ: საქათმეში ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 180C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 50-60%. ზამთრის პერიოდში საქათმის გამათბობლით გათბობა არ წარმოადგენს აუცილებლობას, მთავარია საკმარისი რაოდენობის ქათამი იყოს შიგნით განთავსებული  იმისათვის რომ მათ მიერ გამოყოფილი სითბოთი შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა.

• ქათმის ორგანიზმის ტემპერატურა წარმოადგენს საშუალოდ 410C-ს,

• საქათმეში ქათმის ჩასმის სიმჭიდროვე: 1მ2-ზე 2,5 ფრთა (1,5-2 კგ ცოცხალ წონამდე). სითბოს უკეთესი შენარჩუნებისთვის უკეთესია თუ საქათმე იქნება: 3 მეტრზე დაბალი და 15მ2 პატარა.

• ქათმისთვის ტემპერატურის კრიტიკული ზღვრები -2 დან  +270C-მდეა.

• საქათმეში სითბოს და სიმშრალის შესანარჩუნებლად ძირზე ქვეშსაფენად შეგიძლიათ მოფანტოთ: ბურბუშელის ან თივის 8-10 სმ სისქის ფენა. აუცილებელია საქათმეში ქვეშსაფენის მშრალად შენარჩუნება, დასველების შეთხვევაში  ქვეშსაფენი გამოცვალეთ დაუყოვნებლივ, ხოლო სკორეთი (სკინტლი) დაბინძურებული 2-3 კვირაში ერთხელ.

• ჟანგბადით მდიდარი ჰაერით  უზრუნველყოფისთვის და ნახშირორჟანგის საფრინველიდან მოსაშორებლად საქათმის კედელში ჭერთან ახლოს დატოვეთ მცირე ღიობი-სარკმელი (ღიობი დაფარეთ მავთულბადით რადგან საქათმეში არ შეაღწიონ მავნებლებმა: ვირთხა, კვერნა, დედოფალა და სხვა).

• საფრინველე აღჭურვეთ ქანდარებით, ქანდარა განათავსეთ იატაკის სიმაღლიდან 60-90სმ შემაღლებაზე. გაითვალისწინეთ საფრინველეში ყველა ქათმისთვის იყოს ქანდარებზე ადგილი. შეამოწმეთ  ღამე (ფარნის მეშვეობით) თუ რომელიმე ფრინველი იატაკზეა ესეიგი მას არ ყოფნის ქანდარაზე ადგილი. 1 ფრთა (1,5კგ-2 კგ ცოცხალ წონამდე) ქათმისთვის განკუთვნილია ქანდარის სიგრძე 20-25 სმ. ქანდარის საჯდომი ზედაპირის დიამეტრი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 სმ.

ქათამი, მოვლა, ზამთარი

→ დამატებითი განათება

ზამთარში კვერცხდების  შესანარჩუნებლად აუცილებელია ქათამი უზრუნველყოფილი იყოს 14-16 საათიანი დღის ნათელი პერიოდით. რადგან ზამთარში დღის ნათელი პერიოდი შემცირებულია ამიტომ გირჩევთ  რომ მოსაღამოვების პერიოდიდან  საქათმე გაანათოთ დამატებით რამდენიმე საათი ხელოვნურად.

• საქათმის დამატებით ხელოვნურად გასანათებლად იყენებენ ნათურებს (ყოველი 1 ცალი 25 ვატიანი ვარვარა ნათურა ანათებს  9მ2. იყენებენ LED სისტემის ნათურებსაც რომლებიც გამოირჩევიან ენერგოეფექტურობით (ამ შემთხვევაში 1 ცალი 3-9 ვატიანი Led ნათურა ანათებს 9მ2).

ქათამი, მოვლა, ზამთარი

→ სასეირნო ეზო (ვოლიერი)

იმისთვის რომ ზამთრის თბილ დღეებში ქათმებს შეეძლოთ საქათმიდან გარეთ გამოსვლა, გასეირნება-ფიზიკური აქტივობა და მზის სხივების მიღება, აუცილებელია ფრინველი ვუზრუნველყოთ საქათმესთან არსებული  სასეირნო ეზოთი (ვოლიერი).

• სასეირნო ვოლიერში 1 ფრთა ქათმისთვის განკუთვნილია 1მ2 მანძილი.

• ზამთრის პერიოდში გარემოში -50C-დან ქვევით ტემპერატურის პირობებში ქათმები თავს არიდებენ თოვლზე სიარულს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თოვლზე გააკეთოთ ბილიკები და დააფინოთ თივა ან ნამჯა, დათოვლილ ეზოში ან ვოლიერში ქათმები ივლიან თავისუფლად.

• სასურველია ქათმებს ვოლიერში დამატებით მიაწოდოთ  ქვიშა და კირქვა: 1 ფრთაზე 5-10 გრამის ოდენობით (2 დან- 4 მილიმეტრამდე ფრაქციის).

• სასურველია ვოლიერში ნისკარტის სიმაღლეზე ჩამოკიდეთ  მსხვილად დასერილი კომბოსტო ან სიმინდის ტარო, რომლთა ჩანისკარტებით ქათმები ზამთრის ცივ და მოსაწყენ პერიოდში გაერთობიან და თან დამატებით მიიღებენ ვიტამინებს  და საკვებ ნივთიერებებს.

• თუ ვკვებავთ ქათმებს საქათმის გარეთ აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ მათ საკვებს და წყალს არ ემუქრება გაყინვა. აუცილებელია სასმელი წყლის ტემპერატურა იყოს  +100C-ზე ზევით.

• ზამთარში ყინვის პერიოდში ეზოში ან ვოლიერში ქათმების გაშვების შემდეგ შეიძლება მოხდეს ქათმის ბიბილოს მოყინვა (დააკვირდით ბიბილოს ფერს: არ იყოს ფერმკრთალი) ყინვის პერიოდში ვოლიერში ან ეზოში გაშვების წინ შეგიძლიათ დაამუშაოთ ქათმის ბიბილო ვაზელინით.

ქათამი, მოვლა, ზამთარი

→ სრულფასოვანი კვება

იმისთვის რომ ზამთრის პერიოდშიც მივიღოთ საკარმიდამო ეზოს ქათმებისგან კვერცხი, აუცილებელია მათი სრულფასოვანი დაბალანსებული საკვებით კვება, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო საკვებ კომპონენტს: ცილა, ენერგია, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.

ნუტრიმაქსი გთავაზობთ:   Layer Max – მზა საკვები სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის

კვების რეკომენდაცია

ქათმის, კვება• ქათამს Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;

• ყურადღება მიაქციეთ, რომ ფრინველს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი;

• სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.

მოხმარების წესი

• Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 50-60 გრამი დღეში, თუ ფრინველი ეზოში გყავთ გაშვებული;

• Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 80-100 გრამი დღეში, თუ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში გყავთ.

პროდუქტის ლინკი (დაკლიკეთ)

http://nutrimax.ge/product/Layer_Max_მზა საკვები სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის

თქვენი რეკლამა