13 სექტემბრის მონაცემებით კახეთში მევენახეებმა 15 მლნ. ლარი მიიღეს

75 Views

რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

განვლილი დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო კომპანიებია, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB