რუკოლა – სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რუკოლა, მებოსტნეობა, კარტლისი, თესლი

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

რუკოლა, გრილი სეზონის კულტურაა – ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი მისი განვითარებისთვის 10 -20 ცელსიუს გრადუსამდეა, ასეთ დროს ვიღებთ კარგი ხარისხის და გემოს ფოთლებს… 20 გრადუსზე ზევით კი, სწრაფად იწყებს ყვავილის ამოტანას და ასრულებს ფოთლების წარმოებას… სასურველი ნიადაგის pH – 6 – 7 ფარგლებშია.

უყვარს ჰუმუსით მდიდარი მსუბუქი ნიადაგი და საკმაოდ მომთხოვნია წყალზე… მიკრო და მაკრო ელემენტებზე საშუალოდ მომთხოვნია!

რუკოლა, ბოსტნეული, სათბური

მოყვანის ორი მეთოდია გავრცელებული:

  • პირდაპირი თესვა
  • ჩითილის გამოყვანა-გადარგვა.

ნებისმიერ შემთხვევაში ნიადაგი უნდა დამუშავდეს/გაფხვიერდეს იდეალურად, რადგან პირდაპირი თესვისას პრობლემურია სარეველებთან ბრძოლა, ვინაიდან ისინი რუკოლასთან ერთად აღმოცენდებიან და ზღუდავენ მას, ამიტომ ამ მეთოდით მოყვანისას საჭიროა ხშირი მარგვლა/სარეველების მოცილება.

რუკოლა, ბოსტნეული, სათბური

დაჩითილების მეთოდით მოყვანა სარეველების პრობლემას შედარებით ამცირებს და ეს პრობლემა სრულად ქრება თუ მის დარგვას მოვახდენთ პლასტიკის მულჩზე… პირდაპირი თესვის მანძილებია: რიგებს შორის 30 სმ. მცენარეებს შორის 7-10 სმ. ჩათესვის სიღრმე 5 მმ.

კარგ პირობებში ის აღმოცენდება დათესვიდან მე-4 მე-5 დღეს და აღმოცენებიდან 40 – 45 დღეში იწყება მოსავლის აღება. დაჩითილების მეთოდისას დარგვის მანძილებია: რიგებს შორის 30 სმ. ჩითილებს შორის 15 სმ.

მავნებელ დაავადებებზე რუკოლას დამუშავება, ვეგეტაციის განმავლობაში, საჭიროა დაახლოებით 3 – 4 ჯერ.

რუკოლას მაღალი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნული თვისებების მქონე სათესლე მასალის შეძენა მხოლოდ კარტლისში შეგიძლიათ. ჰოლანდიური კომპანია ენზა ზადენი კარტლისის პარტნიორია და მსოფლიოშ გამოცდილ მაღალი ხარისხის სათესლე მასალას ქართველ ფერმერებს სწორედ კარტლისის მეშვეობით სთავაზობს.

რუკოლა, ბოსტნეული, სათბური

გვეწვიეთ კარტლისში და შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/cartlis
ან ნომერზე: (032) 244 55 41

განცხადება მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა