ნიადაგის ანალიზის საჭიროება

ნიადაგის, ანალიზი, კარტლისი

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ნიადაგის ანალიზს ესპანურ AGQ LABS ლაბორატორიაში.

ნიადაგის ანალიზი მოიცავს: ძირითადი საკვები ელემენტების, მიკროელემენტების განსაზღვრას, ნიადაგის მექანიკურ ანალიზს და სხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ნიადაგის სტანდარტულ და სრულ ანალიზს.

რისთვისაა საჭირო ნიადაგის ანალიზი?

ნიადაგის ანალიზი წარმოადგენს ნიადაგის აგროქიმიურ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ელემენტების რაოდენობას, ნიადაგის ნაყოფიერებისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ პარამატერებს.

ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების შემცველობისა და ამ ელემენტებზე მცენარის კულტურის მოთხოვნის ცოდნით, დადგენილს ქიმიური ანალიზის შედეგად, მარტივდება შესაბამისი კვების სქემის შემუშავება მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

ნიადაგის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:

• ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის ან მათი შეტანის აუცილებლობის დადგენა;
• დაგეგმილი მოსავლის მისაღებად საჭირო სასუქების რაოდენობის პროგნოზირება;
• უზრუნველყოს თითოეული კულტურისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
• ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

სასოფლოსამეურნეო ნაკვეთის ნიადაგის ანალიზის საჭიროება:

• ინფორმაციის მიღება ნიადაგის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ;
• ნიადაგის ნაყოფიერების მართვა;
• მცენარეთა კვების ოპტიმალური სქემის შემუშავება;
• თავიდან აირიდებთ ნიადაგის არასწორ განოყიერებას და მცენარის დაზიანებას;
• თავიდან აიცილებთ ნიადაგის ეროზიას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

პროდუქტმენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი
ტელ: +995 511 13 53 58
ელ.ფოსტა: lela.bukhnikashvili@cartlis.ge

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი http://cartlis.ge/