პეკანის პლანტაციის აგროტექნოლოგია

პეკანი, კაკალი, ნიგოზი

საქართველოში პეკანი პირველად შემოიტანეს ჩაქვში 1901 წელს. პეკანის გავრცელებისათვის ფართო შესაძლებლობებია საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ჩვეულებრივი კაკალი ავადდება სოკოვანი ავადმყოფობით.

პეკანი ფოთოლმცვენი ხე-მცენარეა, რომელიც აღწევს 30-45მ. სიმაღლეს, ხის ტანი სწორია, მასიური, ხნიერ ხეებში დიამეტრი ძირთან 1-2 მ-ს აღწევს. მერქანი მაგარი და გლუვია. ყინვაგამძლეობა -18-250C -ის ფარგლებშია.

პეკანი ძვირფასია, როგორც მაღალმოსავლიანი ხანგრძლივად მოზარდი კაკლოვანი მცენარე, რომელიც იძლევა ძალიან გემრიელ და კალორიულ ნაყოფს.

ნაყოფი იხმარება ნედლი სახით, ან მისგან ხდიან ზეთს. 400გრ. გარჩეული ნაყოფი ეკვივალენტურია 3445 კალორიისა, რაც საკმარისია ადამიანის საკვების დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

პეკანი, კაკალი, ნიგოზი

თქვენი რეკლამა