ძროხა, მეძროხე, ფერმერი
მეცხოველეობა

პრაქტიკული რჩევები მეცხოველე ფერმერებს

1. ჩალის ჭამადობა რომ გაიზარდოს, ზამთარში 10 კგ. დაქუცმაცებულ ჩალას მოასხამენ 100-200 გრ. მარილს, გახსნილს 8-10ლ. 20-30 0C-იან ტემპერატურის წყალში, 30 წუთით ადრე ჭამამდე; 2. მრპ-თვის სასიკვდილო დოზაა 1,5-3 კგ. მარილი,  ანუ 3-7 გრ. 1კგ. […]

მეფუტკრეობა

ნოზემატოზის ბიომეთოდებით პროფილაქტიკა და მკურნალობა

ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევი სპორა საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში; ძირითადად შუა ნაწლავში ლოკალიზდება და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის შედეგად ფაღარათს იწვევს. კლინიკური ნიშნები გამოვლინდება ზამთრის ბოლოს და ადრე […]

ვაზი, გასხვლა, ფორმირება
PDF

ვაზის გასხვლა-ფორმირების სხვადასხვა მეთოდები და ხერხები

გასხვლა როგორც მეტად მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიება უხსოვარი დროიდან  არის ცნობილი. სხვლის მიზანს შეადგენს ყოველწლიური რეგულარული და ხარისხიანი მოსავლის მიღება და რქის დროული მომწიფებისათვის პირობების შექმნა. სხვლის ოპერაციის ჩატარების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ასპექტები: → […]

ეთერზეთი
ფერმერთა სკოლა

პაჩული – მრავალწლიანი ეთერზეთოვანი მცენარე

პაჩული (ლათ. Pogostemon patchouli Pellet) მრავალწლიანი ბუჩქბალახა მცენარეა, რომელიც კულტურაში შეიტანეს ფოთლებში მაღალი ღირსების ეთერზეთის შემცველობის გამო. მის ეთეროვან ზეთს იყენებენ საპარფიუმერიო, კოსმეტიკურ და საპნის სახარშ წარმოებაში. მის ეთერზეთს, გარდა სასიამოვნო სურნელებისა, აქვს თვისება, ხანგრძლივად […]

მეცხოველეობა

ბიოლოგიური მეთოდები მეცხოველეობაში

ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება ორგანული სოფლის მეურნეობის კონცეფციის პრინციპია. თავდაპირველად ორგანული სოფლის მეურნეობის მიმდევრები მეცხოველეობას მემცენარეობის დანამატად აღიქვამდნენ, მას უყურებდნენ, როგორც სასუქის მოპოვების საშუალებას და შინაური ცხოველების რაოდენობა მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების […]

კოწახური, ხალხური, მედიცინა, მკურნალობა
სამკურნალო მცენარეები

კოწახური (Berberis Vulgaris L) სამკურნალო მცენარე

კოწახური კოწახურისებრთა ოჯახის 1,5-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ძლიერი ფესვითა და გამერქნებული ფესვურებით. ყლორტს ქერქი მონაცრისფროა. დაგრძელებული ყლორტები მოფენილია 3-5 დაყოფილ წვეტიანი ეკლებით. დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფებად განლაგებულია მწვანე უკუკვერცხისებრი, წამწამებით შემოსილი, წვრილად დაკბილულნაპირებიანი ფოთლები. ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, […]

ვაზი, ვენახი, საძირე
მევენახეობა

ფილოქსერაგამძლე ვაზის რეკომენდირებული საძირეები

ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნით საქართველოში, როგორც ფილოქსერიან რეგიონში, ვენახი მხოლოდ ნამყენი ნერგით უნდა გაშენდეს, რომლის საფუძველს ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედეები წარმოადგენს. ფილოქსერაგამძლე საძირეები ახალი ვენახის გაშენებისა და მისი შემდგომი ზრდა-განვითარების, ყურძნის მოსავლიანობის, ნარგაობის […]

ყვავილების მოვლა
ფერმერთა სკოლა

მცენარეთა კვება-მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა და სიჭარბე

ჩვეულებრივ, მცენარეები საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებენ, თუ ზრდის პერიოდში მათი რეგულარულად განოყიერება არ გვავიწყდება, ხოლო მრავალწლიან მცენარეებს ამისთვის დროდადრო ახალ ნიადაგში სჭირდებათ გადარგვა. თუმცა, ხანდახან, მცენარეების მოყვარულები თავიანთ „აღსაზრდელებში“ ზრდის ან შეფერილობის დარღვევას ამჩნევენ და […]

დინდგლი
მეფუტკრეობა

ფუტკრის დინდგელი

რა არის დინდგელი  დინდგელი ანუ პროპოლისი. ბერძნულად „propolis“ ნიშნავს გალესვას, ამოვსებას.   ფუტკრები მცენარეებიდან აგროვებენ წებოვან ნივთიერებას, მას ემატება ცვილი, ყვავილის მტვერი, ფუტკრების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები და სპეციალური გადამუშავების მერე, ეს ყველაფერი გადაიქცევა ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად. დინდგელს ფუტკრის წებოსაც […]