ვაშლის ძმარი ლიმონით-გემრიელი საკაზმი

ვაშლი, ძმარი, ლიმონი

როგორც სტატიაში ვაშლის ძმრის მომზადების წესი არის ნათქვამი – ვაშლის ძმარი ერთ-ერთ უძველესი საკვები პროდუქტია, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს.

ქართულ კულინარიაში ძმარს დიდი გამოყენება აქვს — ძმრის გარეშე წარმოუდგენელია მრავალი პროდუქტი და კერძი, მათ შორის მარინადები, მდოგვი, სალათები, საწებლები, ნიგვზიანი კერძები, სხვადასხვა სახის ხორციანი თუ თევზის კერძები და სხვა.

მჟავე დანამატის სახით საკვებ პროდუქტებში იყენებენ კოწახურს, ბროწულისა და ლიმონის წვენსაც, თუმცა, ძმრის ჩანაცვლება ზემოხსენებული პროდუქტებით საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ იძლევა, მაგრამ ერთობლივი გამოყენებით შესაძლებელია ძალიან კარგი საკმაზის მიღება.

გთავაზობთ ერთი საინტერესო საკმაზის რეცეპტს და მომზადების წესს

ვაშლის ძმარი ლიმონით

ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 500 მლ;
  • ლიმონის წვენი 200 მლ;
  • ლიმონის ცედრა 2ც.

შეფარდების შენარჩუნებით შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა რაოდენობა.

მომზადების წესი:

  • ორ ლიმონს მოვაცალოთ ცედრა (მხოლოდ ყვითელი ნაწილი) და გავხეხოთ;
  • გამოვწუროთ 2-3 ლიმონი, ისე რომ მივიღოთ 200 მლ;
  • მინის ჭურჭელში (ბოთლში) ჩავასხათ ვაშლის ძმარი, დავამატოთ გახეხილი ცედრა და ლიმონის წვენი;
  • გავაჩეროთ 2 კვირა, ბნელ და გრილ ადგილზე, პერიოდულად ვანჯღრიოთ;
  • ორი კვირის გასვლის შემდეგ გავფილტროთ და ჩავასხათ სუფთა ბოთლში. საკმაზი მზად არის, შევინახოთ გრილ ადგილზე.

გამოყენება:

ძალიან გემრიელია სალათებში, თევზთან, ზოგი იყენებს შემწვარ ხორცეულთანაც.

იხილეთ აგრეთვე: ვაშლის ძმრის მომზადების წესი

თქვენი რეკლამა