როგორ მივიღოთ ბოსტნეულის ჯანმრთელი, მოსავლიანი და ძლიერი ჩითილი

3695 Views

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას.

ტექნოლოგია მნიშვნელოვანია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, ვინაიდან ამ დროს ხდება მცენარეების დაავადებებისგან (ფუზარიოზული ჭკნობისგან და ნემატოდებისაგან) დაცვა, ვეგეტაციის გახანგრძლივება და მოსავლიანობის გაზრდა.

დამყნობილი ჩითილი ჯანმრთელი და უვნებელია.

მყნობის პროცესი მარტივი და საინტერესოა, ამისთვის საჭიროა 2 სახის ჩითილი:

→ ჩითილი, რომელსაც გამძლე ფესვები და ჯანმრთელი ზრდისა და განვითარების პროცესი აქვს (საძირე), დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეა, მაგრამ მცირე ნაყოფი აქვს და დიდ მოსავალსაც ვერ იძლევა;

→ და სანამყენე ჩითილი, რომელსაც  მაღალი მოსავლიანობა, გემრიელი და  დიდი ნაყოფი აქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან სუსტი ფესვების გამო მალე ვირუსდება.

ამ ორ ჩითილს ვამყნობთ და ვიღებთ ჯანმრთელ, მოსავლიან და ძლიერ ჩითილს.

იხილეთ ვიდეო

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB