ჟანგოვანა ფუტკარა (Digitalis Ferruginea L — Наперстянка)

188 Views Comment Off

შავწამალასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ჟანგოვანა ფუტკარა ანუ როგორც მას ამ ბოლო დროს უწოდებენ სათითურა, 40-150 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ფესვურიანი მცენარეა.

სწორმდგომი ღერო ძირში რამდენადმე მომხრილია და სიგრძეზე დაღარული, შეფოთლილია მორიგეობით განწყობილი მჯდომარე ფოთლებით, რომელთა ფორმა წაგრძელებულ ლანცეტისებრია ბოლოში ბლაგვი წვეტით, კიდეები დაუკბილავია, სიგრძე 7-15 (40) სმ ფარგლებში მერყეობს.

ღეროს სულ ქვედა ნაწილსა და ფესვის ყელთან განლაგებული ფოთლები თანდათანობით ვიწროვდება, მოკლე ყუნწში გადადის. ფოთლები რკალძარღვიანია, რაც უფრო კარგად ფოთლის ქვედა მხრიდან შეიმჩნევა.

მოჟანგისფრო-მოყვითალო თავჩაქინდრული მრავალრიცხოვანი ყვავილები კენწრულ აღმამდგომ მტევანშია შეკრებილი. ყვავილობა გახანგრძლივებულია ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე.

საკმაოდ ხშირად გვხვდება როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან დაბალ და საშუალო სიხშირის ტყეებში, ტყის ველობებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, გარე კახეთსა და ჯავახეთში.

სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება როგორც საგულე საშუალება. წითელ და დიდყვავილა ფუტკარას (სათითურას) მსგავსად აძლიერებს გულის მუშაობას და ამცირებს მისი შეკუმშვის სიხშირეს, აუმჯობესებს სისხლავსებას ძარღვებში.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომფუტკარას ფოთლებში არსებულ გლიკოზიდებს აქვთ აკუმულაციის (ორგანიზმში დაგროვების) უნარი და მისი შესვენების გარეშე გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. ამიტომ ფუტკარას გამოყენება და სათანადო დოზების შერჩევა მხოლოდ ექიმს რჩევით უნდა მოხდეს.

ფუტკარა სამკურნალოდ გამოიყენება ვეტერინარიაშიაც. ფუტკარი მისი ყვავილებიდან ჭილს აგროვებს.
შეგროვება წარმოებს ივლის-აგვისტო-სექტემბერში. ჩვენში მცირე გავრცელების გამო, სამრეწველო მიზნით დამზადება არ ხდება.

00015693_jang_futk-20200283

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB