ვირისტერფა (Tussilago fartura — Мать и мачеха)

834 Views

ვირისტერფა საქართველოში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. მას ქართლში ჯორისქუსლას ეძახიან, ხევსურეთში — ცხენისტერფას, თუშეთში — დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას.

ზოგადი დახასიათება

ვირისტერფა მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა Asteraceae-ს ოჯახს. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით.

ღერო 10-15 სმ. სიმაღლისაა, სწორმდგომი, უხვადაა შებუსვილი, მოფენილია ქერქლისებრი, მოწითალო, კვერცხისებრ-ლანცეტისებრი ფოთლებით.

მისი ფესურა გრძელია, მხოხავი, დატოტიანებული, წვრილი ფესვებიანი, ადრე გაზაფხულზე დაფარულია ქერცლისებური ფოთლებით.

მცენარე თავდაპირველად პირველად მარტივ კალათებიან საყვავილე ღეროებს ივითარებს, შემდეგ ვითარდება ფესვთანური ფოთლები.

ღეროს წვეროზე ერთეული კალთა ყვავილედია, რომლის დიამეტრი 1-2 სმ — ია. ყველა ყვავილი ოქროსფერ — ყვითელია, განაპირა ყვავილები ენისებურია, შუა — მილისებური, ორსქესიანი. ნაყოფი თესლაკია, რომელიც ბუსუსოვანი ჩაჩითაა დაფარული. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მცენარეს უყალიბდება ფესვთანური ფოთლების როზეტი.

ფესვთანური ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებრია, კიდედაკბილული. კალათა 20-25 მმ დიამეტრისაა, განაპირა ყვავილები ვიწრო-ენისებრია, მრავალრიგად გაწყობილი, ბუტკოიანი. აქვს ორ-ნაკვეთიანი დინგი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი. საბურველის ფოთოლაკები ლანცეტა ან ხაზურია;ფოთლები გრძელყუნწიანია და დაფარულია თეთრი ფერის რბილი ბუსუსებით.

ფოთლის ფირფიტის სიგანეა 8-15 სმ, იშვიათად 25 სმ — მდეა. ფოთოლი მკვრივია, მოხაზულობით მომრგვალო ან ფართო — კვერცხისებრია, არათანაბრადგამოწეულია, კიდეებზე დაკბილული, ზემოდან მუქი — მწვანეა, თითქმის შიშველია, ქვემოდან მოთეთრო — ქეჩისებურია.

ვირისტერფა ყვავილობს მარტ-აპრილში . ნაყოფი მწიფდება აპრილ-მაისში.

ვირისტერფას თესლები

თესლები (თესლურა) მოხაზულობით მოგრძოა, ოდნავ ჩაჭყლეტილი, ოთხწახნაგოვანი, წვერში წაკვეთილი. აქვს დაკბილული გარსით და ცვენადი საფრენი, შებუსულია. თესლები ფუძესთან ოდნავ შევიწროებულია, შეიმჩნევა სათესლე ნაწიბურით. ზედაპირი წიბოვანია. ფერად სხვადასხვა ტონის ყვითელია, თესლების ზომაა 4,0X 0,5 X 0,25 მმ. აბსოლუტური წონა 0,3 გრ.

გავრცელება

ვირისტურფა გავრცელებულია შუა ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, მცირე აზიაში, ირანში. დასავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკის მთებში.

საქართველოში ვირსიტურფა გავრცელებულია როგორც დაბლობ ისე მთიან ადგილებში, კლდიან, ღორღიან და თიხიან ნიადაგზე: ხარობს მიწაყრილსა და ჩამოშლილ ადგილებზე, მდინარეთა ნაპირებთან.ხეობებში ზოგჯერ მთლიან რაყას ქმნის. საქართველოში იგი გვხვდება რაჭა — ლეჩხუმში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში, გარე კახეთში, თრიალეთში.

ოფიცინალური ნედლეულია ვირისტერფას ფოთოლი — Folium Farfarae. იშვიათად-საყვავილე კალათა. ემპირიული მედიცინა ორივეს იყენებს.

ქიმიური შედგენილება

ვირისტერფას საყვავილე კალთა შეიცავს ფარადიოლს, არნიდიოლს, ტრაქსანტინს, სტიგმასტერინს, სიტოსტერინს, ჰეპტაკოზანს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ვირსტერფას ფოთლები შეიცავენ მწარე ნივთიერებებს, სიტოსტერინს, გალის, ვაშლის და ღვინის მჟავებს, საპონინებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას და დექსტრინს,ნახშირწყლებს და მონათესავე ნივთიერებებს: პოლისაქარიდებს, ლორწოს, ინულინს, პექტინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს: სტიგმასტერინს, სიტოსტერინს; ვიტამის C, ალკალოიდ ტუსილაგინს, მთრთილავ ნივთიერებებს, კაუჩუკს, ფლავონოიდებს — კემპფეროლს, ქვერცეტინს; 20-ზე მეტ უმაღლეს ცხიმოვან მჟავას, ლიპიდებს.

გაშენება

ვირისტერფას ძირითადად ბუნებაში ამზადებენ-იგი საკმაო რაოდენობით მოიპოვება. ბუნებაში მოპოვებული ნედლეულის თვითღირებულება ხშირ შემთხვევაში მაღალია და მიზანშეწონილია პლანტაციის გაშენებაც.

ვისტერფასთვის უნდა შეირჩეს ნესტიანი, თიხნარი ნიადაგი. მრავლდება თესლით. თესლი ითესება შემოდგომაზე 70 სანტიმეტრით დაცილებულ კვლებში. თესლის შეძენა შეიძლება სპეციალურ მეურნეობებში ან შეიძლება მოგროვებულ იქნეს ბუნებაში. სელექციური ჯიშების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

მოვლის ღონისძიებები ძირითადად მოიცავს სარეველებთან ბრძოლას.

ნედლეულის დამზადება

სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ვირისტერფას ფოთლები, რომელსაც აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში; ამ დროს ფოთლის ზომა მცირეა და ზემოდან თითქმის შიშველია. ფოთოლი შესაძლოა შეგროვდეს ყუნწიანად. ყუნწის სიგრძე 5 სმ — ს არ უნდა აღემატებოდეს.

შეგროვებას არ ექვემდებარება ნორჩი ფოთლები, რომლებიც ორივე მხრიდან ბუსუსოვანია, ასევე ჟანგათი დაზიანებული და გაყვითლებული ფოთლები. შეგროვებულ ნედლეულს ფაშარად ჩაალაგებენ ჭურჭელში და დაუყოვნებლივ გადააქვთ გასაშრობად.

გაშრობა შესაძლებელია თუნუქის ან კრამიტის სახურავიან სხვენზე. ღია ადგილას ჰაერზე. ვირისტერფას ფოთლებს გაფენენ ჯვალოს ნაჭერზე ან ფანერის ფირფიტაზე თხელ ფენად. შესველება და ნესტი ნედლეუულს ძლიერ აზიანებს. შრობისას პირველ დღეებში ნედლეულს 1 — 2 — ჯერ ფრთხილად გადააბრუნებენ. ხელოვნურ საშრობებში დასაშვებია ვირისტერფას ფოთლების შრობა 50 — 600C ტემპერატურაზე.

მზა ნედლეული შედგება მომრგვალო — გულისებური, არათანაბრად დაკბილული ყუნწიანი ფოთლებისაგან, რომელთა სიგრძე 8 — 15 სმ — ია, ხოლო სიგანე 10 სმ. ფოთლები არ უნდა იყოს ძლიერ ახალგაზრდა (არ უნდა ჰქონდეს ხშირი შებუსვა ზედა მხარეზე). მათი ყუნწი წვრილია, 5 სმ — მდე სიგრძის. ზემოდან ღარისებურია და დაფარულია რბილი გრძელი ბუსუსებით. ფოთლის ზედა მხარე მწვანეა, შიშველი, ქვედა — მოთეთრო — რუხი. ნედლეული უსუნოა. გემო მომწაროა, ლორწოვნის შეგრძნებით.

მზა ნედლეულს ფუთავენ 20 კგ — ობით ტომრებში ან 50 კგ — ობით ფუთებში. მას ინახავენ მშრალ, კარგი განიავების პირობებში. ნედლეული ვარგისია 3 წლის განმავლობაში.

გამოყენება

შეტანილია მრავალი ქვეყნის ფარმაკოპეაში. ოფიცინალური მედიცინა იცნობს მას, როგორც დამარბილებელს, ანთების საწინააღმდეგოს, ანტისეპტიკურს, ტრაქეიტის. ლარინგიტის, ბრონქოპნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზის, აბსცესის დროს.

გამოიყენება გარედან — ინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა პათოლოგიისას. იყენებენ ჰომეპათიაში, კოსმეტოლოგიაში, ვეტერინარიაში. ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ვირისტერფას გამონაცემს და დრაჟეს. შედის რამდენიმე ოფიცინალური ნაკრების შედგენილობაში.

ავტორები: ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია

*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ბაღების თანადაფინანსება — კულტურები, რეგიონები, პირობები
1207 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების დამოუკიდებელი კომპონენტია: ბაღების კომპონენტი. ბაღების კომპონენტი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1482 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB