წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე

1109 Views Comment Off

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით.

ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან (განსაკუთრებით ნორჩობაში) ვერცხლისფერბუსუსიანი 130 მმ სიგრძისა და 35 მმ სიგანის, მოკლე ყუნწიანი ბოლოწვეტიანი, კიდეებხერხკბილა, ლანცეტა ფოთლები ყლორტებზეა მორიგეობითაა განწყობილი. 30-58 მმ სიგრძის მჭადაყვავილედები მსხვილი და ცილინდრულია. ყვავის ფოთლის გაშლასთან ერთად.

ადრე მოყვავილე მცენარეა, ყვავის აპრილ-მაისში, თესლი დაყვავილებიდან 4-5 კვირაში მწიფდება. ძალიან ადვილად მრავლდება ვეგეტაციურად (კალმები, სარები და სხვ.).

ძირითადად მდინარეთა სანაპირო დაბლობებზეა გავრცელებული. მდინარეებს (მათ ნაპირებს) მთაში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე აჰყვება ხოლმე, ნიადაგის ტენიანობისადმი დიდი მიდრეკილებისაა.

საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. იზრდება ტყის ქვედა სარტყელში, მდინარეებისა და თხრილების ნაპირებზე. თაფლოვაბი მცენარეა.

საკმაოდ დეკორატიული მცენარეა და ამიტომ მისი ნაირგვარი ფორმები ფართოდაა დანერგილი გამწვანების მეურნეობაში.

ფრიად ელასტიური მერქნის გამო ფართოდ გამოიყენება გრეხილი ნაკეთობებისათვის. ქერქი 11 პროცენტამდე ტანინებს შეიცავს, გამოიყენება ტყავის გასათრიმლად, მაგრამ საამისოდ მდგნალი და ტირიფის სხვა სახეობები უფრო გამოიყენება. ადრე ტყავის, მატყლისა და აბრეშუმის საღებავად იყენებდნენ.

გლიკოზიდ სალიცინის შემცველობის — (0,5 პროცენტამდე) გამო ქერქს სიცხის დამწევი თვისება აქვს და ციებ-ცხელებისას გამოიყენება, როგორც მალარიის საწინააღმდეგო საშუალება. შემკვრელ საშუალებად ხმარობენ კუჭაშლილობისას, ზოგჯერ ჭიის დამდენადაც, სისხლშემადედებლად და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებადაც იყენებენ.

წნორის ქერქისაგან გამონახარშს აკეთებენ: 10-15 გ ქერქი ერთ ჭიქა წყალზე და სუფრის კოვზით სვამენ დღეში სამჯერ.

მკვლევარ მედიკოსთა ყურადღება მიიპყრო მამრობითმა მჭადა ყვავილედებმა, მისგან მიღებულმა პრეპარატებმა კლინიკურ ცდებში დადებითი მოქმედება აჩვენეს ნევროზისა და ტაქიკარდიის დროს.

ფუყე ტირიფის მამრობითი მჭადა თანაყვავილედების მონახარშით ხალხურ მედიცინაში თირკმლის ანთებას მკურნალობენ.

ქერქის მონახარშს ან ფხვნილს (2 გ დღეში სამჯერ) იღებენ გინეკოლოგიური დაავადებების, ნევროზის, ელენთის სამკურნალოდ.

გარეგან საშუალებად იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად, ფეხების აბაზანისათვის ვენების გასაგანიერებლად, ფხვნილს კი ჭრილობაზე აყრიან სისხლდენის შესაჩერებლად.

წნორის ქერქისა და ოროვანდის ფესვებით ნახარშით (იღებენ თანაბარ ნაწილად ორივეს) თავს იბანენ კანის ქავილის, ქერტლის სამკურნალოდ და თმის ცვენის წინააღმდეგ. მონღოლეთის ხალხურ მედიცინაში წნორი რეკომენდებულია მოწამვლის საწინააღმდეგოდ. წნორის 2-3 წლიანი ტოტების ქერქი უხსოვარი დროიდან ცნობილი სიცხის დამწევი საშუალებაა.

წნორის ქერქს ურჩევენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გაციებით გამოწვეული დაავადებების, თავის ტკივილის და ნევრალგიის დროს. იგი ადსტრინგენტულ და სიცხის დამწევ გავლენას ახდენს კუჭაშლილობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კატარის შემთხვევაში.

გარეგანი ხმარებისათვის გამიოყენება ნაყენის სახით კანის დაავადებების, ფურუნკულებისა და ფეხების ოფლიანობის საწინააღმდეგოდ.

დასალევად წნორის ქერქის წყლიანი ნაყენის მომზადებას ბულგარეთში შემდეგნაირად აწარმოებენ: იღებენ ერთ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ქერქს და ორ ჭიქა ცივ წყალს ასხამენ. დგამენ 8 საათს (დღე-ღამის დოზა), რეკომენდებულია აგრეთვე წნორის ქერქის ფხვნილის მიღება 1 გ დღეში ჭამის წინ.

იქაური ხალხური მედიცინა წნორის ქერქს იყენებს პლევრიტის, ჭარბი და გაჭიანურებული მენსტრუაციის, კანზე გამონაყრების და მალარიის წინააღმდეგ. სქელ ექსტრაქტს ან ქერქის ფხვნილს იყენებენ განგრენული და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

aga_Salix_alba_leavess

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5314 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB