სამკურნალო მცენარეები-ტყის ჩიტისთვალა (Asperula Odorata L.)

166 Views Comment Off

ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მრავალწლიანი 10-60 სმ სიმაღლის, სწორმდგომი ოთხწახნაგოვანღეროიანი მცენარეა. თხელი, თავწვეტიანი ლანცეტა ფორმის, კიდეხაოიანი მუქიმწვანე ფოთლები ღეროზე რგოლურადაა განლაგებული, რომელთა რიცხვი თითოეულ რგოლში 6-8 არ აღემატება.

თეთრი ყვავილები (გახმობისას შავდება) თავმოყრილია კერულ, მეჩხერ ნახევარქოლგა თანაყვავილედებად. ნაყოფი მოკლე კაუჭაბეწვიან გარსშია მოთავსებული. გვხვდება უმთავრესად დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვანსა და წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირია წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში.

ჩიტისთვალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს კუმარინს, გლიკოზიდ ასპერულოზიდს, ციტრონსა და ასპერტანის მჟავებს, პიროკატეხინის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ფისებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს. ჩიტისთვალას პრეპარატები შეისწავლება როგორც ჰიპოტენზიური საშუალება.

ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალა გამოიყენება, როგორც საგულე საშუალება (დამაწყნარებელი და სპაზმების საწინააღმდეგო), აგრეთვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტის კენჭოვან-ქვიშიანი დაავადებების დროს, აძლიერებს დიურეზს .

გერმანიის ხალხური მედიცინა მას იყენებს დამაწყნარებლად, უძილობის, მუცლის ტკივილის, ნერვებაშლილობის და მენსტრუაციული ანომალიების დროს. გამოიყენება აგრეთვე ოფლისა და შარდმდენ საშუალებად. იყენებენ წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი (დაახლოებით 1,8 გ ) წვრილად დაჭრილი ბალახი 1 ჭიქა ცივ წყალზე. დგამენ 8-10 საათის განმვლობაში, სვამენ ერთი დღის განმავლობაში საჭირო სიფრთხილე. დიდი დოზით მიღება იწვევს პირღებინებას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას.

უკრაინის ხალხური მედიცინა ჩიტისთვალას სხვა სამკურნალო ბალახებთან შერევით, როგორც მსუბუქად გამხსნელ საშუალებას, ხმარობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ხოლო როგორც შარდდენის გამაძლიერებელი, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შარდის ბუშტისაგან ქვებისა და ქვიშის გამოდევნისათვის.

თვით მარტო ჩიტისთვალას უკრაინაში იყენებენ დოზით: 10-15 გ 1 ლ მდუღარე წყალზე (მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ); სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.

ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალას ნედლ ბალახს უფრო ეფექტურ მომქმედად მიიჩნევენ ხმელთან შედარებით. რეკომენდებული ნაწლავების ჭვალის, უძილობის, შეტევითი ისტერიის, დისმენორიის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის დროს.

მოქმედებს აგრეთვე შარდმდენ და ოფლისმომგვრელად წყალმანკის დროს და საშარდე ბუშტში ქვებისა და ქვიშის დაგროვების საწინააღმდეგოდ. იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი ერთ ჭიქა ცივ წყალზე, დგამენ 8 საათის განმავლობაში და ერთი დღის განმავლობაში სვამენ რამოდენიმეჯერ. ჩიტისთვალას ზეთი ლიქიორისა და ლუდის წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ფესვები ხასხასა წითელ ფერად ღებავს ქსოვილს.

AG_1119240_Asperule-odorante

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
499 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1341 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB