სამკურნალო მცენარეები-შროშანა (Convallaria transcaucasica)

732 Views

შროშანა შროშანისებრთა ოჯახიდანაა, იგი 15-30 სმ სიმაღლის სურნელოვანი მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა, 2-3 ფოთლით. წვერმოხრილი, წახნაგოვანი საყვავილე ღერო.

სიცოცხლის პირველ წლებში შროშანა არ ყვავის, მხოლოდ 2-3 წლის მერე ფესურაზე ვითარდება მსხვილი კვირტი, რომელიც გაზაფხულზე იძლევა უკვე ყვავილიან ყლორტს. ამის შემდეგ ყვავილობა ისევ წყდება 2-3 წლით. აი ამიტომ არის, რომ იმ ადგილებში, სადაც იზრდება შროშანა, ყოველთვის ბევრია ყლორტი ფოთლებით, მაგრამ ცოტაა ყვავილები.

შროშანას ფოთლები ვითარდება ფესვის ყელიდან. ისინი გრძელყუნწიანებია, მოგრძო-ელიფსური, წამახვილებული ფოთლის ფირფიტით, მთლიანკიდიანი, ხასხასა მწვანე, ზედა მხარეს მტრედისფერი, ხოლო ქვედა მხარეს მბრწყინავი.
საყვავილე ისარი გლუვია, ზედა ნაწილში სამწახნაგოვანი. 

ყვავილსაფარი თოვლივით თეთრია, ოდნავ გადაღუნული ექვსი კბილით. ყვავილის შიგნით ბუტკოს გარს აკრავს 6 მტვრიანა, რომლებიც მიმაგრებული არიან ყვავილსაფარის ქვედა ნაწილზე.

შროშანას ბურთისებრი კოკრები მდებარეობენ ზეაწეულ ყუნწებზე. ისინი ყვავილის გაშლასთან ერთად თანდათანობით დაბლა იხრებიან. ნაყოფი სამბუდიანი კენკრაა. იგი დასაწყისში მწვანეა, დამწიფებასთან ერთად ხდება კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელი.

შროშანას ქართლში დათვიყანას, დათვისიმინდს ეძახიან, რაჭაში – მკვდრის ყვავილს. შროშანა გავრცელებულია წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში. ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე ბალახს ან ყვავილებს და ფოთლებს ერთად. 

ყვავის აპრილ-მაისში, დაყვავილების შემდგომ უვითარდება კენკრა ნაყოფი. შროშანას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულად ითვლება მხოლოდ ყვავილი. ამ დროს კრეფენ ყვავილის მთელ ისარს და შემდეგ ხელით აცლიან ყვავილებს. მეორეხარისხოვანი ნედლეულის დამზადებისათვის დასაშვებია მთელი ყვავილედის შეგროვება უკანასკნელი ყვავილიდან 3 სმ-ზე ქვემოთ.

ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან  მის დასასრულამდე, შეგროვების დროს არ შეიძლება ფესურის დაზიანება, რადგან იგი იწვევს მთელი ბარდების დაზიანებას. შეგროვილი ნედლეული სწრაფად უნდა გაშრეს.

ტრანსპორტირების დროს მას ათავსებენ კალათში,  ისე რომ არ ჩაიტკეპნოს. ზევიდან აფარებენ რაიმეს მზის სხივებისგან დასაცავად. შრობის დროს აწყობენ თხელ ფენად ყვავილებს და ფოთლებს ცალ-ცალკე. მთელი მცენარე შხამიანია.

შროშანა შეიცავს საგულე გლიკოზიდებს. მიწის ზედა ნაწილებიდან გამოყვეს გლიკოზიდები, კონვალოტოქსინი, კონვალოტუქსოლი, კონვალოზიდი, გლიკონვალოზიდი, ვალაროტოქსინი და სხვა. ფესვები შეიცავენ კონვალამარინს. გარდა აღნიშნულისა, შროშანაში ნაპოვნია ეთერზეთის კვალი, ასპარაგინი, სახამებელი, შაქარი, ვაშლის და ლიმონის მჟავები.

შროშანასაგან დამზადებული პრეპარატები გამოყენება სისხლის მიმოქცევს მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის უკმარისობის დროს. მისგან მზადდება შროშანას სპირტიანი ნაყენი (სამრეწველო წესით),  კორგლიკონის საინექციო ხსნარი.

shroshani_agrokav_97

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
332 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2323 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB