სამკურნალო მცენარეები-შოთხვი (Padus Racemosa (lam.) Gilib)

202 Views Comment Off

შოთხვი ვარდისებრთა ოჯახში შედის, მაღალი ბუჩქია, ზოგან კი დაბალტანოვანი ხეც 2-10 მ სიმაღლით. ხშირტოტებიანი ვარჯის შემადგენელი ტოტები მოყავისფრო, მოთეთრო-მოყვითალო მეჭეჭებით მოფენილი გლუვქერქიანია. ყვავილებს, ფოთლებსა და ქერქს ამიგდალინის თავისებური სუნი აქვს.  ღერო დაფარულია მოშაო ნაცრისფერი დამსკდარი ქერქით. 

ფოთლები მოხაზულობით ელიფსურია, განიერსოლისებრი ან მომრგვალებული ფუძით და მოკლე წვეტით, კიდეები წვრილად დაკბილულია, კბილები მოწითალო-ნაცრისფერი ჯირკვლებით ბოლოვდება. ფოთლის ფირფიტა ზემოდან რამდენადმე დაჭმუჭნილი შესახედაობისაა, ქვემოდან კი ნათელი ნაცრისფერი.

 არომატული, ნექტარით მდიდარი თეთრი ყვავილები, 12 სმ-მდე სიგრძის თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი. შავი ფერის ნაყოფი ერთკურკიანია, ხორცოვანი მწკლარტე რბილობით, ყინვანაკრავი სასიამოვნო მომწკლარტო გემოსია.

მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და კალმებით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლისიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით.

ხარობს აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში და ჯავახეთში,  სვანეთში, მთათუშეთში.

შოთხვის ნაყოფი შეიცავს შაქარს,  მთრიმლავ ნივთიერებას, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლავონოიდებს და ეთერზეთს. მთრიმლავი ნივთიერებებით სიმდიდრის გამო ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭაშლილობის დროს.

ფოთლები ვიტამინ C-ს შეიცავს. მასში მოიპოვება ეთერზეთი.

თაფლოვანია, მედიცინაში შოთხვს იყენებენ არაინფექციური ბუნების ფაღარათიანობის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის  შემთხვევებში.

ამ მიზნით გამოიყენება ნაყოფების ნახარში და ნაყენიც. ხალხური მედიცნა შოთხვის ქერქსაც იყენებს როგორც დიურეზულ, ოფლმომგვრელ და შემკვრელ საშუალებას. ფოთლების ნაყენს ზოგჯერ ფაღარათიანობის და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი ნივთიერებათა ცვლის მოშლისას, ხოლო მცენარის ყველა ნაწილს იყენებენ ანემიის (სისხლნაკლულობის) და ლორწოვანი გარსის ანთებისას.

ხალხური მედიცინა შოთხვის ქერქსაც იყენებს როგორც დიურეზულ, ოფლმომგვრელ და შემკვრელ საშუალებას.

 Черемуха-Shotkhvi_52

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB