სამკურნალო მცენარეები-შალამანდილი (Salvia Glutinosa L.)

120 Views

შედის ტუჩოსანთა ოჯახში. შალამანდილი 50-150 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვან-ღეროიანი მრავაწლიანი მცენარეა. მისი 3-4 სმ სიგრძის ყვითელ ყვავილებზე  მუქი ფერის პატარა ლაქები შეიმჩნევა. ყვავილი ორტუჩიანია. ქვედა ტუჩი ორადაა გაყოფილი. ზედა კი მთლიანი და რამდენადმე მოღუნულია.

თხელი, დიდი ზომის გულისებრ-ისრისებური ფოთლების ფირფიტები დაკბილულია. ღეროს შუა და ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები შედარებით უფრო დიდი და გრძელყუნწიანია, ზედა ფოთლები  პატარა ზომისაა. შალამანდილისთვის, დამახასიათებელია წებოვნება, რის გამოც ხელს ეკვრება.

ყვავის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე.  საკმაო რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს. ფოთლებისგან ამზადებენ წყლიან და სპირტიან ნაყენებს.

ხალხურ მედიცინაში მთელ მცენარეს იყენებენ გულმკერდის არეში ტკივილების დროს, აგრეთვე კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ნედლი ან მდუღარე წყლით დათუთქული ფოთლების დაფენა ჩირქოვანი მუწუკების განკურნვის საუკეთესო საშუალებაა.

salvia_glutinosa-agro-93

1Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB