სამკურნალო მცენარეები-ყვანჩალა (Stachys silvatica L)

71 Views Comment Off

ყვანჩალა (Stachys silvatica L) ტუჩოსანთა ოჯახში შედის 60-120 სმ სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილღეროიანი მრავალწლიანი მცენარეა. ფოთლების ძირი გულისნაირია, საერთოდ კი ფოთლის ფირფიტა კვერცხისებრი კონფიგურაციისაა, კიდეკბილა და გრძელყუნწაა, გარდა კენწრული ფოთლებისა, რომელთა ყუნწებიც გაცილებით უფრო მოკლეა ქვედა ფოთლებთან შედარებით.

საკმაოდ ხშირი შებუსვის გამო მთელი მცენარე მქისეა. კენწურ ნაწილში წებოვანი ნივთიერებას გამოყოფს და ხელს ეკვრის. ყვავის ივნისიდან სექტემბრამდე. აქვს მუქი-წითელი, ორტუჩა ყვავილები. ყვავილის ქვედა ტუჩს ტალღისებრ დაკლაკნილი თეთრი ხაზები გასდევს. საერთო გარეგანი შეხედულებით ყვანჩალა ჭინჭარს მოგვაგონებს.

ყვანჩალა ტიპიური ტყის მცენარეა. უფრო ხშირად წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში გვხვდება, საერთოდ კი ზომიერად ტენიან ადგილსამყოფელის ტყეებისა და ბუჩქნარების მცენარეა. იგი თაფლოვანია, იძლევა მწვანე ფერის საღებავს, ხოლო თესლი ზეთს შეიცავს.

მედიცინში აყვავებული ყვანჩალას მიწისზედა ნაწილები გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მშობიარობის შემდგომ პერიოდში (საშვილოსნოდან სისხლდენის და საშვილოსნოს ატონისის დროს მისი უკუქცევადი პროცესის განვითარების დასაჩქარებლად), აგრეთვე მეანო და მეტრორაგიის შემთხვევებში.

ექსპერიმენტებით დადგენილია, ყვანჩალას მცირედი ტოქსიკურობა, იგი გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას.

მნიშვნელოვნად აძლიერებს გულის კუმშვას თუმცა მის რიტმზე არსებით გავლენას არ ახდენს; ხელს უწყობს საშვილოსნოს მუსკულატურის კუმშვასა და ტონუსს ამაღლებას. საერთოდ, ყვანჩალა ფარმაკო-ქიმიურად ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი.

yvanchala_gv_balakhi_1161

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB