ფითრი (Viscum album L.) — სამკურნალო მცენარე

4083 Views

ფითრი (ლათ. Viscum album L.) მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, დატოტვილი.

იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება,არცთუ იშვიათად ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზეც.

ფოთლები ტოტებზე მოპირისპირედაა განლაგებული, სქელი ტყავისებრი, მოგრძო-ლანცეტისებრი ან ელიფსური ფორმისაა, კიდემთლიანი, ყვავილები წვრილია, მოყვითალო-მწვანე, მარტივი სამ-ოთხ ფურცლიანი ყვავილსაფარით, ერთსქესიანი, მამრობითი 3-4 მტვრიანათი, მდედრობითი 3-4 ბუტკოიანი ზედა ნასკვით.

ნაყოფი მოყვითალოა, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, რომელიც გარედან წებოვანი გარსითაა დაფარული.

გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობში, ისევე მთაში. იგი გარკვეულწილად ზარალს აყენებს მებაღეებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო როგორც სამკურნალო მცენარე, არამედ როგორც საქონლისა და ფრინველის საკვები.

ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები. ისინი შეიცავენ ალკალოიდის მსგავს ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, სპირტებს, ქოლინს, ამინომჟავებს და სხვა. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლის აღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალოდ.

დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაში. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც. 

ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ. ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. 

ნახარშის მისაღებად 6–8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10–15 წთ, შემდეგ დოლბანდზე გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდლე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში. 

სამკურნალო მცენარე

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი; მ. გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
981 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB