სამკურნალო მცენარეები-ოფი (Populus Nigra L-Тополь чёрный или осокорь)

117 Views Comment Off

ტირიფისებრთა ოჯახში შედის. ოფი 15-30 მ სიმაღლის ხეა ნაცრისფერი ქერქით. ფოთლები მომრგვალო სამკუთხედია ან რომბული, ბოლოწვეტიანი, კიდეხერხკბილა, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან შედარებით ბაცი. მამრობითი მჭადა ყვავილედი მჯდომარეა, მდედრობითი კი კარგად გამოსახული ყუნწით ხასიათდება.

 

მამრობითი ყვავილი 6-30 მტვრიანითაა, მოწითალო ფერის მტვრის პარკებით. მდედრობითი ყვავილი ერთბუტკოიანია 2 ყვითელი დინგით. ყვავის მარტ-აპრილში შეფოთვლამდე, ანემოფილური მცენარეა, ე.ი. ქარის მეშვეობით იმტვერება, თესლი მაის-ივნისში მწიფდება.

თესლი გრძელი ბეწვებითაა აღჭურვილი, რომელთა მეოხებითაც ქარის დახმარებით შორს ფრენს და ასე ვრცელდება ბუნებაში. გარდა თესლით გამრავლებისა ფესვის უხვ ნაბარტყსა და ძირკვის უხვ ამონაყარს იძლევა, საკმაოდ სწრაფმზარდი ხეა.

ბუნებრივად მდინარისპირა ჭალებშია გავრცელებული, კარგად იტანს მოსილვას, ასეთ შემთხვევაში დამატებით ფესვებს ინვითარებს სილით დაფარულ ღეროზე. წითელი მოყავისფრო გულიანი და თეთრცილიანი მერქანი მჩატე და რბილია, სხვა ვერხვების მსგავსად ნაკლებგამძლე. კარგ ნედლეულს წარმოადგენს ქაღალდის წარმოებისთვის .

სინათლის მოყვარული და ყინვაგამძლე მცენარეა. მდინარეთა ნაპირებს მთაში ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე ასდევს ხოლმე. საუკეთესო ზრდით მდინარეთა ნაპირებისა და დაბლობების ალუვიალურ ნიადაგებზე გამოირჩევა.

ოფის ქერქი 8,5 პროცენტამდე ტანინებსა და საღებავ ნივთიერება ქრიზინს შეიცავს, ამის გამო შესაძლოა მისი ტყავის გასათრიმლავად და შესაღებავად გამოყენება.

ოფის ღეროს ქვედა ნაწილში არსებული სქელი დაღარული ქერქი შესაძლოა გამოყენებული იქნას სათევზაო მოწყობილობის ტივტივებად. 
ოფის კვირტებს სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და დამაწყნარებელი მოქმედების თვისება გააჩნია; კვირტების ექსტრაქტისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც რევმატიზმის, კანის ქავილის, დამწვრობის, წყლულების, ჭრილობების და ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება.

ოფის კვირტებსა და ფოთლებზე ფუტკარი წებოს აგროვებს, რომელსაც შემდგომ დინდგელად ამუშავებს. დინდგელს კი ფართო სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში მისი ბევრი დადებითი სამკურნალო თვისება იქნა აღმოჩენილი .

ხალხური მედიცინა ოფის კვირტების მალამოს მოსამზადებლად ერთ ნაწილ კვირტებზე რვა ნაწილ ღორის ქონს იღებენ. ცნობილია აგრეთვე ოფის კვირტების ცისტიტის დროს სადეზინფექციო საშუალებად გამოყენება. მასვე იყენებენ დამწვრობის, ნიკრისის ქარის დროს, აგრეთვე თმის გამაგრებისა და ზრდის დასაჩქარებლად.

ოფის ნახშირს იყენებენ ნერვულ ნიადაგზე ნაწლავების ტკივილის დროს, გულისძმარვისა და გულისრევის სამკურნალოდ. კვირტებს ყვავილობის დაწყებამდე ამზადებენ.

ბულგარეთის მედიცინა თვლის, რომ ოფის კვირტებში არსებული ნივთიერებები მნიშვნელოვანწილად ზრდიან დიურეზს, მათ განსაკუთრებით ურჩევენ პოლიატრიტის დროს. გარდა მისა, იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად ბრონქიალური ანთების დროს, შარდის არასაკმაო გამოყოფისას, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების, საშარდე ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთების, უნებლიე შარდვის, მტკივნეული შარდვის (განსაკუთრებით ორსულობისა და ოპერაციის შემდეგ) სამკურნალოდ.

ოფის კვირტები კარგად მოქმედებს ბუასილის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის დროს. გამოიყენება ნაყენი: ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ კვირტებს ასხამენ ერთ (ძლიერი დოზა) ან ორ (უფრო სუსტი დოზა) ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღე-ღამის დოზა), გარეგნულად იყენებენ მალამოს ჭრილობების, ბუასილის, წითელი ქარისა და რევმატიზმის დროს შესაზავებლად.

17217_e_samk_of_20093784

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5335 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB