სამკურნალო მცენარეები-ომბალო (Mentha Pulegium L — Мята болотная)

1149 Views

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 10-15 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მიწაზე გართხმული, ორწახნაგოვანი ღეროებიანი, ფესვურიანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი, 8-30 მმ სიგრძისა და 5-12 მ სიგანის, კვერცხისებრი ან ოვალური, ბეწვებით შებუსვილი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის პირისპირაა განლაგებული.

მოვარდისფრო-მოიისფრო, ზოგჯერ თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჩხრო ყვავილედებადაა შეკრებილი, რომელთა ჯამი 3 მმ-დე სიგრძისაა და ბანჯგვლიანი, ქვედა ტუჩი 2 სადგისისებრი, ზედა 3 ლანცეტა ძირგანიერი სამკუთხისებრი კბილებით. ყვავის ივლისში, მრავლდება თესლით და ბუჩქის დაყოფით (ვეგეტაციურად).

იზრდება ტყიანი ზონის მდინარეთა სანაპიროებზე, საერთოდ კი ნესტიან ადგილებში. გვხვდება ძირითადად აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში.

ხმელი ფოთლები 2 პროცენტამდე, მთლიანად ნედლი მიწის ზედა ნაწილები კი 0,12-0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავს, რომლის შემადგენლობის 99-პროცენტამდე ნაწილ პულეგონსა და ლიმონენზე მოდის.

ზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში სასმელების, ჩაის და ძმრის არომატიზირებისთვის. შესანიშნავი ბალახია შეჭამანდებისათვის, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ტყემლის საწებლისათვის.

ხალხური მედიცინა იყენებს ჭრილობის შემახორცებელ და ანტისპაზმურ, აგრეთვე ყივანახველის, ასთმის და ისტერიის დროს დამაწყნარებელ საშუალებად. ყველა ამ შემთხვევაში რაჭაში ამ ბალახის წყლიან ნაყენს იყენებენ. გარდა აღნიშნულისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს.

arden_ology_ombalo_290555

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1098 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
172 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB