სამკურნალო მცენარეები-ნიგვზისძირა ყვითელი-Geum Urbanum L

107 Views Comment Off

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. აქვს 30-60 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო, რომელიც ზედა ნაწილში შებუსული და დატოტვილია. ფესვთანი ფოთლები ყუნწიანია, ზედა კი მჯდომარე. ღეროზე ფოთლები განალაგებულია მორიგეობით. აქვს ღია ყვითელი ფერის გრძელყუნწიანი ყვავილები.

გავრცელებულია აჭარაში ზღვის სანაპირო ზოლიდან 1300-1600მ სიმაღლემდე (ზღვის დონიდან). გვხვდება ტყეში, ბუჩქნარებში, ბალახიან ფერდობებზე. აჭარაში არის მისი მეორე სახეობაც, რომელიც სანკურნალო თვისებებით ხასიათდება – Geum latilobum somm.et Lev. 

სამკურნალო ნედლეულია ნიგვზისძირას მიწისზედა ნაწილი (ბალახი), ფესურა და ფესვები. ბალახს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში მაის-ივნისში, აშრობენ ჩრდილში. ფესურას ფესვებთან ერთად გვიან შემოდგომით ამოთხრიან და აშრობენ მზეზე. 

ქიმიური შემცველობა: შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ეთერზეთებს, მწარე ნივთიერებებს, C ვიტამინს, პროვიტამინს.

გამოყენება: ხალხურ მედიცინაში ნიგვზისძირას წყლიან გამონაწურს იყენებენ, როგორც შემკვრელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების, განსაკუთრებით დიარეას დროს.

ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ბრონქიტის დროს დღეში რამდენჯერმე სვამენ ნიგვზისძირას ფესვების თითო გრამ ფხვნილს. ნაყენს ან ნახარშს იყენებენ სხვადასხვა სისხლდენების შემთხვევაში, როგორც სისხლის შემადედებელ საშუალებას.

ნახარში გამოიყენება პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გასაქრობად, ასევე სავლებად ღრძილებისა და პირის ღრუს ანთების დროს.

nigvzisdzira_el_0372

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB