სამკურნალო მცენარეები-მრავალძარღვა (Plantago major — Подорожник большой)

447 Views Comment Off

მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო საყვავილე ღერო.

ყვავილები თავთავისებურ ყვავილედშია შეკრებილი. ფოთლები ყუნწიანია, ფართო კვერცხისებრი ან ფართო ელიფსური, კიდემთლიანი შიშველი ან სუსტად შებუსული, სიგრძით 12 სმ, 3-9 რკალისებრი გრძივი ძარღვით, ყვავილები თავთავში წვრილია, შეუმჩნეველი. ნაყოფი კვერცხისებრი მრავალთესლიანი კოლოფია, წვრილი წახნაგოვანი თესლით.

ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში. 

მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.

ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.

მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.

მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.

ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას.

მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.

მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.

10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.

ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).

ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

mravldzarrva_podorozhnik_0265888888704

mkurnali.ge

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
938 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
61 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB